ნეტგაზეთი | TBC მასწავლებლების ანგარიშების გაქურდვაზე – “იურიდიულად ბანკი მართალია” TBC მასწავლებლების ანგარიშების გაქურდვაზე – “იურიდიულად ბანკი მართალია” – Netgazeti
RU | GE  

TBC მასწავლებლების ანგარიშების გაქურდვაზე – “იურიდიულად ბანკი მართალია”

თიბისი ბანკმა მასწავლებლების  ანგარიშებიდან თანხის უნებართვოდ გადარიცხვების შესახებ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საეჭვო ტრანზაქციებთან დაკავშირებით 2018 წელს თიბისი ბანკშიც დაფიქსირდა რამდენიმე კლიენტის პრეტენზია.

კომპანიაში აცხადებენ, რომ  ყველა დაფიქსირებული ფაქტის შემთხვევაში ტრანზაქციის ჩამოჭრის მიზეზი ერთია: კლიენტების მიერ უცხოურ/ქართულ საიტზე შეყვანილია ბარათის მონაცემები, რის შეგედაც შესრულებულია ჩამოჭრები:

“ბოლო თვეებში ინტერნეტში აქტიურად ვრცელდება სარეკლამო ბმულები, საიდანაც კლიენტები ხვდებოდნენ თაღლითურ ინტერნეტ-გვერდებზე, სადაც იაფად სთავაზობენ მობილურისათვის ინტერნეტპაკეტებს. კლიენტები აფიქისირებდენ ბარათის მონაცმებს ყალბ საიტებზე, სადაც ხდებოდა მათი მოპარვა და გამოყენება არაკეთილსინდისიერად.

რა ქეისებიც ჩვენამდეა მოსული, კლიეტნებს დაუკუთხავად არ ჩამოჭრიათ თანხები, იქიდან გამომდიანრე, რომ ამ მომხმარებლებმა თავად დააფიქსირეს თავიანთი საბარათე მონაცემები ყალბ საიტებზე, რის შედეგადაც დაფიქსირდა საეჭვო ტრანზაქციები”, – ვკითხულობთ თიბისი ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ თიბისი მომხმარებლებს მუდმივად აფრთხილებს. თიბისის განცხადებით, მიმდინარე წლის 29 მაისსაც ინტერნეტბანკის მეშვეობით მომხმარებლებს კიბერუსაფრთხოების ნორმების შესახებ გამაფრთხილებელი წერილი გაუგზავნა:

“ბანკი აქტიურად თანამშრომლობს პოლიციასთან, სისტემატურად აწვდის ახლად აღმოჩენილ გარემოებებს. იურიდიულად ბანკი მართალია”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ნეტგაზეთისთვის” ცნობილი გახდა, რომ ამ ზაფხულს მთელ საქართველოში, სულ ცოტა, 15-მდე მასწავლებელს დაუკითხავად ჩამოეჭრა თანხა საბანკო ანგარიშებიდან — ისინი ამბობენ, რომ გაქურდეს.

როგორც ნეტგაზეთმა გამოარკვია, პოლიცია ასეთ საქმეებს სათითაოდ იძიებს, თუკი დაზარალებულები მიმართავენ. გამოძიება იწყება ძირითადად ორი – ქურდობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის – მუხლით.

ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ:

ახალი დეტალები მასწავლებლების ანგარიშებიდან თანხის უნებართვოდ გადარიცხვებზე

მასწავლებლების ანგარიშებიდან უნებართვოდ გადარიცხული ფულის საქმეს შსს იძიებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.