ახალი ამბები

მოქალაქეები ზურაბიშვილს, სიმბოლურად, 30 თეთრს სწირავენ

14 სექტემბერი, 2018 • 5215
მოქალაქეები ზურაბიშვილს, სიმბოლურად, 30 თეთრს სწირავენ

მოქალაქეთა ჯგუფმა სალომე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. ისინი ზურაბიშვილის თავის  ანგარიშზე 30 თეთრს ურიცხავენ, დანიშნულების გრაფაში კი წერენ: “ნუ ყიდი საქართველოს 30 ვერცხლად!”

კამპანიის მონაწილეები გადარიცხვის ქვითრებს ფოტოებს უღებენ და სოციალურ ქსელში აქვეყნებენ.

კამპანია მას შემდეგ დაიწყო, რაც სალომე ზურაბიშვილის შემოწირულობების შესახებ მონაცემები გამოქვეყნდა. 22 აგვისტოდან 11 სექტემბრამდე, ჯამში, 107 ათასამდე ლარი შესწირეს. მისი ყველა შემომწირველი ფიზიკური პირია.

ყველაზე მეტი თანხა – 50 ათასი ლარი – სალომე ზურაბიშვილს “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დირექტორმა ვახტანგ ლაღიძემ შესწირა. 40 ათასი ლარი კი სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ თავს თავად შესწირა. რაც შეეხება დანარჩენ შემოწირულობებს, მათი ნაწილი არაფულადია.

მასალების გადაბეჭდვის წესი