ახალი ამბები

ზურაბიშვილის პოზიციები მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებასა და ექსპორტზე

14 სექტემბერი, 2018 • 2773
ზურაბიშვილის პოზიციები მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებასა და ექსპორტზე

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ კარგი კონტროლის მექანიზმების პირობებში კანაფისგან წარმოებული სამედიცინო პროდუქცია შესაძლოა ჩაჯდეს საქართველოს გლობალურ სტრატეგიაში მედიცინასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილმა მარიხუანის საკითხზე ტელეკომპანია რიონის ეთერში ისაუბრა და ეს თემა სამ ნაწილად დაყო:

  1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაციაზე
  2. შსს-ს კანონპროექტი მარიხუანის მოწევის დარეგულირებასა და შეზღუდვებზე
  3. კანაფისაგან სამედიცინო პროდუქტების წარმოება

ზურაბიშვილის პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე:

“ერთი იმას ვიტყვი, რომ მე მოვიარე რეგიონები. ქალები მოდიოდნენ ჩემთან და მეუბნებოდნენ, რომ კატასტროფაა. ეს ახალი კანონი რაც იქნა მიღებული და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, გაგებულ იქნა როგორც კარტბლანში და სოფლებში ყველა დაბოლილი დადისო. ძალიან შეშფოთებულები და აღშფოთებულები იყვნენ დედები. ერთია, რომ ის პირველი კანონი და შემდეგ საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ვერ იქნა კარგად გაგებული. არ იქნა ახსნილი. ყველამ მიიღო როგორც კარტბლანში, აბა, მიდით და თავისუფლი მოხმარებააო”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ ის ნარკოტიკების საწინააღმდეგო საინფორმაციო კამპანიაში პირადად აპირებს ჩართვას.

“მე ვაპირებ, რომ უშუალოდ პირადად ვიყო ჩართული საინფორმაციო კამპანიაში. ამ თემებზე, რომელიც ქვეყნისთვის არის ძალიან სენსიტიური და მძიმე, არ შეიძლება, რომ სკოლებში არ იყოს კამპანია: რას ნიშნავს ნარკოტიკი… ჩვენ არ ვართ ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს მხოლოდ გასართობად არის გამოყენებული. როცა სამსახური არ გაქვს, პერსპექტივას ვერ ხედავ, არ იცი რა გელის, ნარკოტიკი სხვა დანიშნულებას იღებს შენთვის და ბევრად უფრო მძიმეა.

საინფორმაციო კამპანია, თუ რა დაავადებას გამოიწვევს, ჩვენება ფილმების, სადაც აჩვენებენ, როგორ მოქმედებს ეს ახალგაზრდებზე”, – ამბობს ზურაბიშვილი.

[blue_box]ზურაბიშვილის პოზიცია შსს-ს კანონპროექტზე მარიხუანის მოწევის დარეგულირებასა და შეზღუდვებზე[/blue_box]

“მეორე ეტაპი არის ის ახალი კანონი, რომელიც ახლა მუშავდება და ძალიან სერიოზული შეზღუდვების შემომტანია, რომ არ შეიძლება [მოწევა], როცა მანქანას ატარებ, საჯარო ადგილებში… ზუსტი სია არ ვიცი, მაგრამ ეს იმისთვისაა, რომ ახალგაზრდებს ვაჩვენოთ: ეს არაა ნებადართული და კარტბლანში”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

[red_box]სალომე ზურაბიშვილის პოზიცია კანაფისაგან სამედიცინო პროდუქტების წარმოების იდეაზე[/red_box]

“რაც შეეხება დათესვას და ამის ექსპორტს: ეს ნაწილი შეიძლება რაღაც ეტაპზე ჯდებოდეს იმ გლობალურ სტრატეგიაში, რომელზეც მანამდე ვლაპარაკობდი, რომ ჩვენ თუ გავხდით მედიცინის აკვანი, გავძლიერდით, ამ მიმართულებით ვაწარმოეთ ჩვენი წამლები, მედიკამენტები, ბალახეული, რაც მოგვდის ოდიდან, სხვადასხვა ფორმის, ბალნეოთერაპია, ბალნეოტურიზმი, თუ ეს მთლიანობაში არის, რაღაც ეტაპზე ეს შეიძლება ჩაჯდეს, თუ ეს იქნება ძალიან სერიოზულად გაკონტროლებული”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე მხარი დაუჭირა დისკუსიის საჭიროებას ამ თემაზე და თქვა, რომ ნარკოტიკების საწინააღმდეგო საშუალება სპორტის ხელმისაწვდომობა და პოპულარიზაციაა, რაც მისი პრიორიტეტი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი