ნეტგაზეთი | ბახტაძე: 2018-19 წლებში გაზრდილ ხელფასს 10 000 მასწავლებელი მიიღებს ბახტაძე: 2018-19 წლებში გაზრდილ ხელფასს 10 000 მასწავლებელი მიიღებს – Netgazeti

ბახტაძე: 2018-19 წლებში გაზრდილ ხელფასს 10 000 მასწავლებელი მიიღებს

 

2018-19 წლებში 10 000-მდე მასწავლებელი მიიღებს გაზრდილ ხელფასს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განათლების რეფორმის ხედვის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისი თქმით, შემდგომ წლებში კვლავ გაიზრდება მასწავლებელთა საშუალო ხელფასი.

“პირველ ეტაპზე, 2018-19 სასწავლო წლის განმავლობაში, გაზრდილ ხელფასს მიიღებს 10 000-მდე მასწავლებელი. ხოლო 2022 წლისთვის საჯარო სკოლებშ ჩვენი ამოცნააა, რომ დასაქმებული მასწავლებლის საშუალო ხელფასი გაიზარდოს სამჯერ”, – აცხადებს ის.

პრემიერის განცხადებით, განათლების რეფორმა საქართველოში ხუთივე მიმართულებით განხორციელდება. ესენია ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული, უმაღლესი განათლება და მეცნიერება.

პრეზენტაცია იყალთოს სამონასტრო კომპლექსში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან