ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი ფაშინიანს დიქტატურაში ადანაშაულებს

13 სექტემბერი, 2018 • 4187
ალიევი ფაშინიანს დიქტატურაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მხარეთა შეხვედრის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება იყო, რაზე საუბრის დროსაც, ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრიც პოზიციები და მოლაპარაკებები მთიან ყარაბაღის ხელისუფლებასთან მისთვის ამ კუთხით, მიუღებელია.

“მთლიანობაში, აზერბაიჯანულ მხარეს მოსაზრება ჩამოუყალიბდა, რომ ფაშინიანი ნებისმიერი ხერხით მოლაპარაკებათა პროცესის ჩასლას ცდილობს. ასეთ ვითარებაში, მთელი პასუხისმგებლობა სომხურ მხარეს და პირადად, ფაშინიანს ეკისრება”, – განაცხადა ალიევმა.

გარდა ამისა, ეუთოს წარმომადგენელთან საუბარის დროს, ალიევმა სომხეთში ადამიანის უფლებების საკითხზეც ისაუბრა და ორგანიზაციას მოუწოდა, სომხეთში ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის შემთხვევების მიმართ გულგრილი არ დარჩნენ.

ალიევი ამბობს, რომ სომხეთში დემოკრატიის სახელით და ფაშინიანის განკარგულებებით აკავებენ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს და შესაბამისად, მისი განცხადებით, “სომხეთში ახალი დიქტატურული რეჟიმი მყარდება”.


Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი უფრო ძლიერდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი