ახალი ამბები

გააუმჯობესეთ საშინაო დავალების შესრულება – ესტონეთის პრეზიდენტი

12 სექტემბერი, 2018 • 1767
გააუმჯობესეთ საშინაო დავალების შესრულება – ესტონეთის პრეზიდენტი

ესტონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს მოუწოდებს, გააუმჯობესოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საშინაო დავალებების შესრულება. ესტონეთის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირს გარკვეული წუხილები აქვს საქართველოს შედეგებთან დაკავშირებით ასოცირების პროცესში.

“თუ შევხედავთ შესაძლებლობებს, რაც ევროკავშირმა საქართველოს შესთავაზა ასოცირების შეთანხმებით, ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის ჩათვლით, ეს არის რეფორმების განხორციელება. მოფიწოდებთ, გააგრძელოთ რეფორმები ასოცორების შეთანხმებით გარემოს დაცვის, მართლმსაჯულების, უსაფრთხოების საკითხებში. ევროკავშირი ახლა აფასებს შედეგებს და მათ აქვთ გარკვეული წუხილები. მოგიწოდებთ, რომ გარდა პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმისა, რათა შეუერთდეთ ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებს, გააუმჯობესოთ საშინაო დავალების შესრულება. შეიძლება შესაძლებლობის ფანჯარა ჯერ არ არის ღია, მიუხედავად იმისა, ხვალ გაიხსნება  თუ ათი წლის შემდეგ, ევროპაც კი ვერ წაართმევს ქართველებს უფლებას, იოცნებოს ევროკავშირზე”, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

კერსტი კალიულაიდმა ასევე რჩევა მისცა საქართველოს მომავალ პრეზიდენტს:

“ჩემი რჩევა იქნება ღია დეკლარირება იმისა, რომ ის იქნება ყველას პრეზიდენტი, ნებისმიერი პოლიტიკური გუნდის თუ სამოქალაქო საზოგადოების. ეს საჭიროა ადამიანების გასაერთიანებლად საერთო მიზნის ირგვლივ. ეს მიზანი კი უნდა იყოს ის, თუ სად გინდა ყოფნა 30 წლის შემდეგ, რაც ჩანს პრეზიდენტის ოფისიდან და არც ისე კარგად – პრემიერის ოფისიდან. ეს არის ის, რასაც მე ვაკეთებ ესტონეთში – ვფიქრობ, 30-წლიან პერსპექტივაში. საქართველოს მიზანი უნდა იყოს, გახდეს ფუნქციონალური დემოკრატიის კაშკაშა ვარსკვლავი რეგიონში “,- განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა, რომელოც მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური კვლევის ცენტრის ორგანიზებით თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციის “მსოფლიო თავდაყირა” ბოლო სპიკერი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი