ახალი ამბები

“ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა” – ზურაბიშვილი 2008 წელსა და ცხინვალზე

11 სექტემბერი, 2018 • 5396
“ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა” – ზურაბიშვილი 2008 წელსა და ცხინვალზე

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთი არის საქართველოს მტერი და ომიც მისი დაწყებულია, მაგრამ უშუალოდ 2008 წელთან დაკავშირებით პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ ცხინვალში მცხოვრები “ჩვენი მოსახლეობა ჩვენ დავბომბეთ”.

“მე მგონი, დაბადებიდან ვამბობ, რომ რუსეთი არის საქართველოს მტერი, რუსეთმა დაიწყო ომი. მე ვამბობ, რომ როცა გაფრთხილებენ ამერიკელები, ევროპელები, როდესაც საზღვარზე დიდი მასშტაბის წვრთნები მიმდინარეობს – კავკას 2008, როცა იცი, რომ ცხინვალი დაცლილია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ხარ და აშკარა პროვოკაცია არის მოწყობილი რუსეთის მიერ… სპეციალურად ჩამოდის კონდოლიზა რაისი, რომ გაფრთხილდით, ნუ აჰყვებით პროვოკაციას, როცა ამ პროვოკაციას აჰყვები, ეს არ არის პასუხისმგებლობიანი ქცევა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან. მე როდესაც ვიქნები პრეზიდენტი, მთავარი მოვალეობა ამ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა იქნება”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ტვ პირველის გადაცემა “რეაქციაში”.

“ივლისის განმავლობაში ჩვენს სოფლებზე გაუთავებლად ხორციელდებოდა პროვოკაცია, მე ოპოზიციაში ვიყავი, მაგრამ საკითხებში ჩახედული. მე მაშინ კონფლიქტების მინისტრ იაკობაშვილს შევხვდი და ვუთხარი, რომ არ წახვიდეთ ამ პროვოკაციაზე-მეთქი, არა, რას ლაპარაკობ ამაზე ორი აზრი არ არისო”.

მისივე თქმით, რუსეთის პროვოკაციის საპასუხოდ სააკაშვილს სხვადასხვა საერთაშორისო ბერკეტი უნდა გამოეყენებინა.

“არსებობს გაერო, სამშვიდობო ძალები, რომელიც იყო ეუთოს დაქვემდებარებაში, რუსები კი, მაგრამ სამშვიდობო ძალები, გაერო, უშიშროების საბჭო, ჩაფრენა იქ, ამბის ატეხა.

როგორც თავის დროზე შევარდნაძეს შეეძლო, კი ჩაფრინდა აფხაზეთში, მაგრამ არ გამოიყენა მთელი მისი საერთაშორისო კონტაქტები. სააკაშვილსაც ჰქონდა ძალიან ბევრი კონტაქტები და დიდი მხარდაჭერა.

ძალიან სასაცილოა, რომ მე, რომელიც ვარ იმ წარმოშობის, რომელზეც თქვენც არაერთხელ გისაუბრიათ. მთელი ცხოვრება ამ ბრძოლაში მაქვს გავლილი ჯერ საბჭოთა კავშირთან, მერე რუსეთთან… იმ დონეზე, რომ ამ ქვეყანაში არ მიშვებდნენ სანამ 36 წლის არ გავხდი, შემდეგ უკვე პერესტროიკა იყო. მე მეუბნებიან, რომ ვარ პრორუსული და ჩემი კონკურენტი, რომელიც იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმ დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სადაც არ არსებობს ვინმე ყოფილიყო, თუ ის იმ უწყებების ნაწილი არ იქნებოდა… ძალიან სასაცილოა”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

უშუალოდ 2008 წელზე მისი პოზიცია ასეთია:

“ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არცერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყნის მთლიანობა გვინდა? მე მინდა ამ ქვეყნის მთლიანობა. არ მინდა, რომ რომელიმე პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია, თავისი მოქალაქეები. მართალია, ცხინვალი დიდწილად დაცლილი იყო, რაც პროვოკაციის ნაწილი იყო. სანამ არ გვექნება იმის შნიანაგანი ძალა, რომ ჩავიხედოთ… იგივე ეხება მთელ ჩვენს ისტორიას 1918 წლიდან დაწყბული. უნდა ვიცოდეთ, რა გვაქვს ზურგს უკან იმისთვის, რომ წინ წავიდეთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი