ახალი ამბები

სააკაშვილი: არ ვაპირებ ივანიშვილ–პუტინის თამაშების თამაშს

22 მარტი, 2014 • • 1401
სააკაშვილი: არ ვაპირებ ივანიშვილ–პუტინის თამაშების თამაშს

“თუ პუტინი თვლის, რომ მე წყნარად ჩავბარდები და ჩემი გადაადგილება აღარ მოხერხდება, რა თქმა უნდა, ეს არის დიდი სისულელე. მე ვაპირებ გავაგრძელო ბრძოლა საქართველოს და მთელი რეგიონის განთავსიუფლებისთვის, როგორც თავისუფალმა ადამიანმა. რაც შეეხება  თქვენს კითხვას საქართველში ჩამოსვლის თაობაზე, მე საქართველოში ჩამოვალ არა პუტინის ოცნების ასახდენად, არამედ საქართველში ჩამოვალ პუტინის დავალების შემსრულებლებისგან საქართველოს გასათავისუფლებლად. ეს დრო დადგება ბევრად უფრო მალე, ვიდრე ივანიშვილს წარმოუდგენია, ვიდრე რუს ოლიგარქს, რომელსაც 2 მილიარდი მისცეს ამ დავალების შესრულებაში 2012 წელს. საერთოდ ეჭვს არ იწვევეს, რომ ეს არის მისი გაკეთებული, უფრო მეტიც, თავის დროზე ევროპელები მეუბნებოდნენ, ის თანამდებობიდან გადადგა იმიტომ, რომ ჩრდილოვნად გააკეთოს ეს საქმე, ვითომ თვითონ არაფერ შუაშია. მინდა ვთქვა, რომ ამას არავინ არ ჭამს და ყველამ კარგად იცის, რომ თვითონ აკეთებს სისხლის სამართლის საქმეს, ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოს მთავრობას მართავენ სრული არარაობები, რომლებიც საერთოდ არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებენ, მით უმეტეს, ასეთს. 

 

ყველამ კარგად იცის, რომ ივანიშვილიც არ იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს და ამ გადაწყვეტილებებს იღებს ის, ვინც მას მისცა ის 2 მილიარდი. ეს არის დროებით სიმძიმეები საქართველოსთვის, მე ვერაფერი ვერ შემაჩერებს, გარდა პუტინის მხრიდან ფიზიკური ლიკვიდაციისა. მე გავაგრძელებ ჩემს ბრძოლას იმისათვის, რომ ეს ყველაფერი, რასაც მრავალი წელი მოვანდომეთ, შეაბრუნოს უკან. კიდევე ერთხელ გეუბნებით, მე ბრძოლის გაგრძელებას ვაპირებ, როგორც თავისუფალი ადამიანი. არ ვაპირებ ივანიშვილ–პუტინის თამაშების თამაშს. მე ჩავაკითხავ ივანიშვილს სხვა მისიით, რომელსაც ის იხილავს აუცილებლად”– განაცხადა სააკაშვილმა ტელეკომპანია “იმედთან’ სატელეფონო ინტერვიუს დროს. 

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სააკაშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იბარებს, თუმცა იგი ამ დროისთვის საქრთველოში არ იმყოფება. სააკაშვილი პროკურატურაში 27 მარტს უნდა გამოცხადეს 13:00 საათზე. პროკურატურის ცნობით, უწყება გიული ალასანიას  ჩაბარდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი