ახალი ამბები

მანანა კობახიძე: სააკაშვილი ვალდებულია პროკურატურაში გამოცხადდეს

22 მარტი, 2014 • • 995
მანანა კობახიძე: სააკაშვილი ვალდებულია პროკურატურაში გამოცხადდეს

“სამწუხაროდ, ძალიან ბევრი საბუთია იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ბოროტად იყენებდა პრეზიდენტის თანამდებობას და ძალიან ხშირად ის ამეტებდა პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. იმ კანონის ფარგლებში, რომელიც არსებობდა, მისი ქმედებები იყო აშკარად საზიანო და არის უკვე კონკრეტული ფაქტები და გარემოებები. იმიტომ, რომ პროკურატურა ძიების პროცესში ამ ყველაფერს სწავლობდა მთელი ამ ხნის განმავლობაში; იმიტომ, რომ ვიდრე საააკშვილი იყო პრეზიდენტი და ნაციონალური მოძრაობა იყო ხელისუფლებაში, ცხადია, არც ერთი კითხვა არ ისმოდა თავად პროკურატურაში, შეიძლება იყო კითხვები საზოგადოებაში, მაგრამ ამის გამოძიების პოლიტიკური ნება თავის დროზე არ არსებობდა. დღეს როცა სააკაშვილი ჩვეულებრივი მოქალაქეა, ის ვალდებულია გამოცხადდეს პროკურატურაში, მისცეს ჩვენება, როგორც ჩვეულებრივმა მოწმემ”.- განაცხადა მანანა კობახიძემ.  

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სააკაშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იბარებს, თუმცა იგი ამ დროისთვის საქრთველოში არ იმყოფება. სააკაშვილი პროკურატურაში 27 მარტს უნდა გამოცხადეს 13:00 საათზე. პროკურატურის ცნობით, უწყება გიული ალასანიას  ჩაბარდა. უცნობია, აპირებს თუ არა სააკაშვილი პროკურატურასთან თანამშრომლობას.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი