ახალი ამბები

ნუკრი ქანთარია: სააკაშვილის დაბარება ნიშნავს, რომ პროკურატურა უკომპრომისოდ ამუშავდა

22 მარტი, 2014 • • 1138
ნუკრი ქანთარია: სააკაშვილის დაბარება ნიშნავს, რომ პროკურატურა უკომპრომისოდ ამუშავდა

“საქმეები ჩათავდა ისე, რომ სააკაშვილი არ დაიბარეს დაკითხვაზე, ფირების აღმოჩენა მოხდა, დამთავრდა სასამართლოები და სააკაშვილი ვითომ არაფერი. ტურისტად დადის და კიდევ მრჩეველი გახდა სხვა ქვეყნის და იქ რაღაცას ასწავლის ვითომ. ეს ფაქტი [სააკაშვილის დაბარება] მოწმობს იმას, რომ მართლაც პროკურატურა უკომპრომისოდ ამუშავდა და დანაშაულს ვერავინ ვერ დაემალება”– განაცხადა ნუკრი ქანთარიამ “reportiori.ge”-ის პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე. 

 

შეგახსენებთ, რომ პროკურატურა სააკაშვილს მოწმის სახით დაკითხვაზე რამდენიმე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით იბარებს, თუმცა იგი ამ დროისთვის საქრთველოში არ იმყოფება. სააკაშვილი პროკურატურაში 27 მარტს უნდა გამოცხადეს 13:00 საათზე. პროკურატურის ცნობით, უწყება გიული ალასანიას  ჩაბარდა. უცნობია, აპირებს თუ არა სააკაშვილი პროკურატურასთან თანამშრომლობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი