ახალი ამბები

ანონსი- 11 სექტემბერი, 2018

11 სექტემბერი, 2018 • 1681
ანონსი- 11 სექტემბერი, 2018

გთავაზობთ 11 სექტემბერს, სამშაბათს, საქართველოში დაგეგმილი მოვლენების ანონსს:


10.00  მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით იმართება საერთშორისო კონფერენცია “მსოფლიო თავდაყირა 2018”.  მისამართი: სასტუმრო რუმსი


10:00 ბათუმში ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ორგანიზებულ რეგიონულ ფორუმზე, რომელშიც  მონაწილეობას მიიღებენ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) წევრი ქვეყნები. მისამართი: ქ.ბათუმი, რუსთაველის გამზირი N28; საათზე, სასტუმრო შერატონი


10:30 პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა; თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)


11:30  ევროპული საქართველოს პარტიის ოფისში, ევროპული საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის ბრიფინგი გაიმართება.
თემა – საწვავზე აქციზის პრობლემა


12:00   პრეზიდენტობის კანდიდატ  სალომე ზურაბიშვილის შტაბის გახსნა; მისამართი: პირველი რესპუბლიკის მოედანი  N 6


12:00  პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)


14:00 პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა;

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)


 14:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა ; თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N532 (C კორპუსი, V სართული)


15:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა

თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N616


17:00  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მიადგილე თამილა ბარკალაია,  აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან, დამსაქმებელთა და დასაქმებულთა გაერთიანებებთან ერთად  შრომის უსაფრთხოების
ახალი კანონის შესახებ ბიზნეს სექტორისა და დასაქმებულების ინფორმირების მიზნით
საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. მის: ბათუმი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 328 აუდიტორია,  ნინოშვილის/რუსთაველის 35/32);


 

მასალების გადაბეჭდვის წესი