დაღელაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან:
“მოწმის სახით უნდა დამკითხონ, მე ამ საკითხზე, თავის დროზე დაკითხვა როცა მიმდინარეობდა პროკურატურაში, ჩვენება მიცემული

მაქვს, ვაპირებ ისევ მივცე ჩვენება რეალობის შესახებ, იმ დღეს რაც მოხდა, და იმედი მაქვს, რომ ჩემი დაბარება არ არის კავშირში ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების პოლიტიკურ მოღვაწეობასთან”, – განაცხადა დაღელაშვილმა. დაღელაშვილი დეპუტატ ირმა ნადირაშვილის მეუღლეა.
მასთან ერთად პროკურატურაში ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი მივიდა:
“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერი დასამალი არ აქვს, ის წარსულში ერთხელ უკვე დაკითხული იყო გამოძიების მიერ, მას მიცემული აქვს დეტალური ჩვენება და თუკი რაიმე დამატებითი კითხვები აქვს გამოძიებას, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ გამოძიებას და ყველა კითხვის ნიშანზე გავცეთ პასუხი”, – განაცხადა ადვოკატმა.
ვიდეო, რომელიც ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუპოვის საქმეს ეხება, სოციალურ ქსელებში 19 მარტს გავრცელდა. პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე დღს ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა, ხოლო გუშინ აღნიშნულ საქმეზ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა დააკავეს.







