ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: წყალში თევზივით ვგრძნობ თავს, რადგან ჰოროსკოპით თევზი ვარ

10 სექტემბერი, 2018 • 20931
სალომე ზურაბიშვილი: წყალში თევზივით ვგრძნობ თავს, რადგან ჰოროსკოპით თევზი ვარ

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “იმედთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომ დილაობით რეგულარულად ცურავს და ეს მისთვის ბედნიერებაა. ზურაბიშვილი წყლის სიყვარულს თავის ჰოროსკოპს უკავშირებს.

“ცხონება არის. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, როგორც თევზი წყალში იმიტომ, რომ თევზი ვარ ჰოროსკოპით. ცხადია, უფრო ზღვაში ცურაობა მიყვარს. ეს არის კიდევ უფრო დიდი ბედნიერება, მაგრამ სადაც არა, იქ აუზიც ძალიან კარგია” , – ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს “ქართული ოცნება” უჭერს. ზურაბიშვილის თქმით, ჯანსაღი ცხოვრების წესი მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.

სალომე ზურაბიშვილი კენჭს იყრის როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, თუმცა მას “ქართული ოცნება” უცხადებს მხარდაჭერას. მმართველ პარტიას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატი არ ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.