“ზურაბ ჟვანიას და იუსუპოვის გამოკვლევა მოხდა რესპუბლიკური საავადმყოფოს პროზექტურაში. იუსუპოვს დაზიანება საერთოდ არ აღენიშნებოდა, მე ასე მახსოვს, ყოველ შემთხვევაში, დღევანდელი დღისთვის, ხოლო ზურაბ ჟვანიას ჰქონდა ერთი დაზიანება, ზედა ტუჩის არეში ნაჭდევის სახით, სხვა დაზიანება არანაირი არ ყოფილა”, – განაცხადა კახაბერ ერისთავმა დაკითხვაზე დაბარებამდე TV3–სთვის მიცემულ ინტერვიუში.
პროკურატურაში ამ დრომდე იმყოფება დიდუბე–ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის მეუღლე დავით დაღელაშვილი.
ვიდეო, რომელიც ზურაბ ჟვანიას და რაულ იუსუპოვის საქმეს ეხება, სოციალურ ქსელებში 19 მარტს გავრცელდა. პროკურატურამ ვიდეოში ასახული ფოტოების ავთენტურობა დაადასტურა. აღნიშნულ საქმეზე დღეს ზურაბ ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია დააკავა, ხოლო გუშინ აღნიშნულ საქმეზ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა დააკავეს.