ახალი ამბები

ბრაზილიაში პრეზიდენტობის კანდიდატი დაჭრეს

7 სექტემბერი, 2018 • 1576
ბრაზილიაში პრეზიდენტობის კანდიდატი დაჭრეს

ბრაზილიაში პრეზიდენტობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ჟაირ ბოლსონარო დაჭრეს. როგორც BBC წერს, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს თავს დაესხნენ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილ ერთ-ერთ აქტივობაზე.

ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალაში ჩანს, რომ ბოლსონარო მხარდამჭერებს ესალმება, რა დროსაც მას დანით ჭრილობას აყენებენ. ეჭვმიტანილი პოლიციამ დააკავა.

პრეზიდენტობის კანდიდატი მხარდამჭერებმა ჯერ მიწაზე დააწვინეს, შემდეგ კი მანქანაში ჩასვეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. ბოლსონარომ ბევრი სისხლი დაკარგა. როგორც მისმა ვაჟმა “ტვიტერზე” დაწერა, პოლიტიკოსი საავამდყოფოში ცოცხალ-მკვდარი მიიყვანეს.

BBC-ს შეფასებით ბოლსონოარო წინააღმდეგობრივი პოლიტიკოსია, რომელმაც საკუთარი რასისტული და ჰომოფობიური კომენტარებით ბევრი ბრაზილიელი გააღიზიანა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი