მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოთქმული კრიტიკა დემოკრატიაზე მიანიშნებს. მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ წევრებს, მათ შორის “კრიმინალებს” ვერ აკრიტიკებს და ძალიან უკვირს, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტის გაკრიტიკებას ისმენენ:
“თქვენ ძალიან გიკვირთ, როდესაც ყოფილი პრემიერი და ამჟამად უკვე რიგითი წევრი საზოგადოების, ახერხებს იმას, რომ თავისი გუნდის წევრი და მოქმედი პრეზიდენტი გააკრიტიკოს. ეს დემოკრატიის მანიშნებელია, ეს იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ ტოტალიტარული სისტემიდან გადავედით ნორმალურ, დემოკრატიულ საზოგადეობაში. ეს აბსოლუტურად ბუნებრივია. თქვენ ვერ ახერხებთ, მიხეილ სააკაშვილი გააკრიტიკოთ. “ნაციონალური მოძრაობა” თავს მოხვეული ოპოზიციაა. 2012 წელს არჩევნები უფრო საამრთლიანა რომ ჩატარებულიყო, აქ არ ისხდებოდით”, – მიმართა კობახიძემ უმცირესობის წევრებს.