ახალი ამბებისაზოგადოება

Fabrika-მ გლობალური არქიტექტურისა და დიზაინის ჯილდო მიიღო

5 სექტემბერი, 2018 • 1789
Fabrika-მ გლობალური არქიტექტურისა და დიზაინის ჯილდო მიიღო

თბილისში მდებარე ჰოსტელმა Fabrika-მ გლობალური არქიტექტურისა და დიზაინის ჯილდო მიიღო ორიგინალური დიზაინისთვის. ჰოსტელმა კატეგორიაში ურბანული დიზაინი მეორე ადგილი დაიკავა.

როგორც კონკურსის ოფიციალურ გვერდზეა მითითბული, ჰოსტელი საბჭოთა ეპოქაში მოქმედი ფაბრიკის შენობაშია განთავსებული, რომელიც ბოლო წლებში მიტოვებული იყო. თუმცა ჰოსტელის ამოქმედების შემდეგ ის უნიკალურ ადგილად იქცა:

“დიზაინის ავტორებმა ინტერიერში  მინიმალური ინტერვენცია განახორციელეს, კედლები, ჭერი და იატაკი, სადაც შესაძლებელი იყო, უცვლელადაა დატოვებული. ინტერიერის დიზაინში შენარჩუნებულია შენობის პირვანდელი დანიშნულების, საკერავი ფაბრიკის ესთეტიკა. დიზაინის ელემენტად ძველი დანადგარებიცაა გმაოყენებული, ფასადი კი ქუჩის მხატვრობას ეთმობა”, – ვკითხულობთ ვებ-გვერდზე.

კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებების შედეგად მივიღეთ შენობა ინდუსტრიული იერსახით, რომელიც ინტეგრირდა ურბანულ კონტექსტში.

კონკურსს The Rethinking the Future (RTF) მართავს.  2018 წლის კონკურსში მონაწილეობას იღებდა 50 სხვადასხვა ქვეყნიდან 748 პროექტი  სხვადასხვა კატეგორიაში.

გლობალური არქიტექტურისა და დიზაინის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო, გამარჯვებულები კი ჟიურიმ გამოავლინა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი