5 სექტემბრის დილის საათებში ფოთში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.
შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა/შენახვისა და ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობის დაზიანების მუხლებით.
რუსთავი2-ის ინფორმაციით, ხელყუმბარა რამდენიმე ახალგაზრდას აუფეთქდა. მათივე ცნობით, შემთხვევა ფოთის ნაბადოს უბანში მოხდა.