ახალი ამბები

მიზოგინი პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ასათიანი არ არსებობს

30 აგვისტო, 2018 • 10461
მიზოგინი პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ასათიანი არ არსებობს

პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ასათიანი, რომელიც ფეისბუკზე რამდენიმე დღეა ქალთმოძულეობრივ დაპირებებს აკეთებს, არ არსებობს.

ფოტოზე, რომელიც გიორგი ასათიანის მეტსახელით დარეგისტრირებულ ყალბ ანგარიშს აქვს ატვირთული პროფაილად, რეალურად, რუმინელი პოლიტიკოსი იონ ტომაა. აღნიშნული ინფორმაცია ფეისბუკზე თავდაპირველად GPB-ის ჟურნალისტმა, სანდრო ჯუფალაკიანმა გაავრცელა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ პრეზიდენტობის მსურველ 35 ადამიანს შორისაც არ იძებნება ამ დრომდე მსგავსი კანდიდატი.

გიორგი ასათიანის სახელითა და გვარით გაკეთებული პირველი ყალბი ფეისბუკ-ანგარიში გაუქმებულია, თუმცა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი “გიორგი ასათიანი” დარეგისტრირდა მსგავსი დაპირებებით სოციალურ ქსელში.

პირველი ფეიკ-ანგარიშით დაწერილი პოსტები ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში. მისი მიზოგენური დაპირებები მედიაშიც გამოქვეყნდა. შედეგად, ცოტა ხნით, ან შესაძლოა ამ დრომდე ბევრი ფიქრობდა, რომ მსგავსი პრეზიდენტობის კანდიდატი რეალურად არსებობდა.

არარსებული პრეზიდენტობის კანდიდატის მიზოგენური “დაპირებები”:

მასალების გადაბეჭდვის წესი