ახალი ამბები

NATO-ს შტაბბინას შესაძლოა სენატორ ჯონ მაკკეინის სახელი ეწოდოს

30 აგვისტო, 2018 • 1416
NATO-ს შტაბბინას შესაძლოა სენატორ ჯონ მაკკეინის სახელი ეწოდოს

ბრიუსელში NATO – ს ახალ შტაბბინას შესაძლოა სენატორ ჯონ მაკკეინის სახელი ეწოდოს. მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ალიანსი შტაბბინისთვის ამერიკელი სენატორის სახელის დარქმევის საკითხს განიხილავს.

NBC- ის ინფორმაციით, ბრიუსელში მდებარე მილიარდ დოლარად შეფასებული შენობისთვის მაკკენის სახელის დარქმევის ინიციატორი ბრიტანელი პარლამენტარია. ალიანსს ამ შეთავაზებით დიდი ბრიტანეთის პარლამენტის  საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ მიმართა.

ალიანსის პრესსპიკერის თქმით, ამ ინიციატივას განიხილავენ. “გენერალური მდივანი დიდ პატივს სცემდა სენატორ მაკკეინს”, – ამბობს პრესსპიკერი.

NATO – ს გენერალური მდივანი სენატორის გარდაცვალებას ტვიტერზე გამოეხმაურა. “ის ამერიკაში და ევროპაში მუდამ ემახსოვრებათ, როგორც ალიანსის გულმხურვალე მხარდამჭერი “, – დაწერა იენს სტოლტენბერგმა ტვიტერზე.

CNN წერს, რომ წლების განმავლობაში ჯონ მაკკეინი ნატოს გაფართოების მომხრე იყო. ის ალიანსში ევროპული ქვეყნების გაწევრიანებას უჭერდა მხარს.

სენატორი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინი 81 წლის ასაკში 25 აგვისტოს გარდაიცვალა.

მაკკეინს ამერიკულ პოლიტიკაში თითქმის 40-წლიანი კარიერა ჰქონდა. იგი 6-ჯერ აირჩიეს არიზონას შტატის სენატორად, პირველად 1986 წელს, ხოლო ბოლოს – 2016 წელს. ომის ვეტერანი მაკკეინმა, რომელიც ვიეტნამის ომში მონაწილეობდა, აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ორჯერ , 2000 და 2008 წლებში, მიიღო.

სენატორი მაკკეინმა საქართველოს მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა. ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის გამოდიოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი