ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტმა პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

30 აგვისტო, 2018 • 1880
საქართველოს პრეზიდენტმა პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პიანისტი ელისო ბოლქვაძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება ელისო ბოლქვაძეს გააცნო ბათუმის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც 2-12 სექტემბერს აჭარაში გაიმართება.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ელისო ბოლქვაძე კულტურის დარგში შეტანილი უმნიშვნელივანესი წვლილისთვის დაჯილდოვდა და მას ღირსების ორდენი გადაეცემა.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც უკვე გახდა საქართველოს სავიზიტო ბარათი; პრეზიდენტის ფონდი კი ბათუმის მუსიკალურ ფესტივალს მხარს 2014 წლიდან უჭერს.

,,ფესტივალი წლიდან წლამდე ახერხებს უფრო მეტი და მაღალი რანგის მონაწილეების მოზიდვას საქართველოში, რაც ერთი მხრივ, ხელს უწყობს საერთაშორისო მიღწევების გაზიარებას ჩვენი მუსიკოსებისთვის, მეორე მხრივ კი, ზრდის ჩვენი ქვეყნის კულტურის და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას საზღვარგარეთ; ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი კი, ქალბატონი ელისო ბოლქვაძეა”, – განაცხადა ადმინისტრაციის უფროსმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი