ახალი ამბები

ჯანო ანანიძის მხარდაჭერა გურამ კაშიას

29 აგვისტო, 2018 • 1503
ჯანო ანანიძის მხარდაჭერა გურამ კაშიას

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი და ერთ-ერთი ლიდერი, ჯანო ანანიძე ვიცეკაპიტან გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ მოსკოვის “სპარტაკის” ფეხბურთელმა ინსტაგრამის სთორიში დაწერა.

“ჩემი სახით შენ გყავს ერთი გულშემატკივარი და თანაგუნდელი, რომელსაც ენდომება შენი ხილვა ეროვნულ ნაკრებში,” – მიმართავს ჯანო ანანიძე გურამ კაშიას.

გურამ კაშიამ გუშინ ასევე ინსტაგრამზე დაწერა, რომ სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც ეყოლება საქართველოში, ეროვნულ ნაკრებში ამ ერთი ქომაგისთვის გამოცხადდება და ითამაშებს.

ჯანო ანანიძის მხარდაჭერა გურამ კაშიას

გურამ კაშიას მხარდაჭერა ასევე გამოუცხადეს სხვა მოქმედმა და ვეტერანმა ფეხბურთელებმა: ნიკა კვეკვესკირმა, გიორგი ქვილითაიამ, გიორგი მერებაშვილმა, გიორგი ლორიამ, ზურაბ ხიზანიშვილმა და ლევან კობიაშვილმა. ეროვნული ნაკრების ლიდერს ასევე მხარდაჭერას უცხადებენ ადამიანის უფლებათადამცველები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და ქართული სსპორტის ქომაგები.

#გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო სავარაუდოდ გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

სოციალურ ქსელებში კაშიას წინააღმდეგ ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი