ნეტგაზეთი | ლევან კობიაშვილი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს ლევან კობიაშვილი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს – Netgazeti

ლევან კობიაშვილი გურამ კაშიას მხარდაჭერას უცხადებს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი , ლევან კობიაშვილი გურამ კაშიას მხადაჭერას უცხადებს. თავისი პოზიციის შესახებ კობიაშვილი ფეისბუკ გვერდზე წერს.

გურამ კაშია <3 !

Posted by Levan Kobiashvili on ოთხშაბათი, 29 აგვისტო, 2018

კაშიას მხარდაჭერა ასევე გამოუცხადეს ნიკა კვეკვესკირმა, გიორგი ქვილითაიამ, გიორგი მერებაშვილმა და გიორგი ლორიამ.

#გურამშენთანვართ – ამ ჰეშთეგით სოციალურ ქსელებში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია დაიწყო მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ფეისბუკის ოფიციალური გვერდი შეურაცხმყოფელი შეტყობინებების/კომენტარების გამო სავარაუდოდ გააუქმა, ხოლო ინსტაგრამის საჯარო ანგარიში მხოლოდ გამომწერებისთვის გახადა ხელმისაწვდომი.

სოციალურ ქსელებში კაშიას წინააღმდეგ ახალი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ნაკრების მცველი უეფას თანასწორობის ჯილდოს მფლობელი გახდა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან