მურმან დუმბაძესთან დაკავშირებულ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

დღეს, 10 მარტს ბათუმში, მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით, რაც გულისხმობს იმას, რომ ქმედება მოიცავს ცემის ფაქტს ან სხვაგვარ ძალადობას. ამ ინფორმაციას საქართველოს შს სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ. 

 

ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, პარლამენტის ვიცე-სპიკერ მურმან დუმბაძეს, მის ძმას ნუგზარ დუმბაძესა  და პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლისა და „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ თანამშრომლის, მერაბ ღოღობერიძეს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპრებაში გადაიზარდა.  

 

„ქუჩაში ვდექი, ვსაუბრობდი და მურმან დუმბაძე თავს დამესხა. მაგინებდა და მემუქრებოდა“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძე, რომელმაც შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.   

 

ამ ინციდენტს წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება მურმან დუმბაძესა და მერაბ ღოღობერიძეს შორის. ღოღობერიძე მურმან დუმბაძის შეურაცხმყოფელ სტატუსებს და გინებას აქვეყნებდა ფეისბუქში მისი და მისი ოჯახის წევრების მისამართით, რასაც  პარლამენტის ვიცე-სპიკერის გაღიზიანება მოჰყვა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ლელა დუმბაძე