ახალი ამბები

“პრეზიდენტს უნდა გამოეყენებინა ყველა გზა, რომ კონსენსუსი მიღწეულიყო” – ნინო ლომჯარია

24 აგვისტო, 2018 • 1909
“პრეზიდენტს უნდა გამოეყენებინა ყველა გზა, რომ კონსენსუსი მიღწეულიყო” – ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს უნდა გამოეყენებინა ყველა გზა, რათა მიღწეულიყო კონსენსუსი და მას უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარე დაესახელებინა, მიუხეადვად უმრავლესობის შესაძლო რეაქციისა.

“პრეზიდენტს უნდა გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა და ყველა გზით უნდა ეცადა, რომ მიღწეულიყო კონსენსუსი. პრეზიდენტს უნდა დაესახელებინა კანდიდატურა, მიუხედავად იმისა, რა შეიძლებოდა ამას მოჰყოლოდა უმრავლესობის მხრიდან.

ჩემი პოზიცია არის, რომ უკეთესი იქნებოდა იმ ვითარებაში, როდესაც სასიცოცხლოდ სჭირდება ქვეყანასა და სასამართლო სისტემას ძლიერი, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, პრეზიდენტს ეს პროცესი გაეგრძელებინა”, – ამბობს ნინო ლომჯარიამ “რუსთავი 2”-ის ეთერში.

დღეს, 24 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს აღარ დაასახელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ კონსენსუსის არარსებობის პირობებში კანდიდატის დასახელება აზრს მოკლებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი