ახალი ამბები

ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში ლიცენზიებთან დაკავშირებით

7 მარტი, 2014 • • 814
ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში ლიცენზიებთან დაკავშირებით

ცვლილებების მიხედვით,  მაუწყებლებს, რომელთა საეთერო ტელემაუწყებლობის ლიცენზიებს მოქმედების ვადა ეწურებათ 2015 წლის 17 ივნისამდე, კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოში ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობაზე გადასვლამდე ლიცენზიის მოქმედების ვადა მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით უგრძელდებათ. 

 

მაუწყებელი ამ შემთხვევაში იხდის სალიცენზიო მოსაკრებელს, ასევე, ლიცენზიის მოქმედების გაგრძელების მომენტისთვის დადგენილ სალიცენზიო გადასახდელის საწყის ოდენობას ლიცენზიის მოქმედების ვადის პირდაპირპროპორციულად. 

 

“კანონპროექტის მიღების მიზანია კანონში ცვლილებების იმდაგვარად განხორციელება, რომ არც მოქმედ მაუწყებლებს შეექმნათ პრობლემები სამაუწყებლო საქმიანობის განხორციელებაში და არც ციფრულ მაწუყებლობაზე გადასვლის პროცესი შეფერხდეს,”- აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

მასალების გადაბეჭდვის წესი