ახალი ამბები

ცვლილებები დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში

7 მარტი, 2014 • • 843
ცვლილებები დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში

ცვლილებების მიხედვით, განისაზღვრება დიპლომატიური წარმომადგენლობის ძირითადი ფუქნციები. ასევე, საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელის ვადაზე ადრე გამოწვევის ერთ-ერთი საფუძველი ხდება ეგზეკვატურის მისაღებად შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნიდან 3 თვის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევა, კერძოდ, აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მინისტრი უფლებამოსილია თანამდებობიდან გაათავისუფლოს საკონსულო დაწესებულების ხელმძღვანელი და წარადგინოს ახალი კანდიდატურა.

 

დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ აგრემანის(ადგილსამყოფელი სახელმწიფოს თანხმობის) მისაღებად შესაბამისი დოკუმენტაციის გაგზავნიდან 4 თვის ვადაში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, მინისტრი ასევე უფლებამოსილია  შუამდგომლობით მიმართოს მთავრობას დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი