ახალი ამბები

მერია: ბუდაპეშტის ქუჩაზე ხეები კანონიერად იჭრება

7 მარტი, 2014 • • 1123
მერია: ბუდაპეშტის ქუჩაზე ხეები კანონიერად იჭრება

“ეს არის კერძო ტერიტორია და კანონის სრული დაცვით აქვთ მათ მიღებული ნებართვა. როდესაც ხდება ნებართვის გაცემა, ხდება ტერიტორიის შესწავლა, ისე არ გაიცემა ნებართვა. უნდა დაიწყოს მშენებლობა და ამას ეწირება ნარგავები, რაც სამწუხაროა, მაგრამ ხდება ასეთი რაღაც. კომპანიამ პირნათლად უნდა შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება, რაც მკაცრად კონტროლდება ჩვენს მიერ. იმ ხეების რაოდენობის სანაცვლოდ, რაც მოიჭრა, აღდგენითი ღირებულების გადასახადი გადახდილი აქვს კომპანიას. ამ ეტაპზე სანაცვლოდ სხვაგან ხეების დარგვა მათ დავალებული არ აქვთ, თუ რამე გადაწყვეტილება შეიცვლება, აუცილებლად გაგაგებინებთ”, – აცხადებენ მერიაში.

 

ნებართვა კომპანიის წარმომადგენლებმა “პარტიზან მებაღეებს” წარუდგინეს, თუმცა “პარტიზანი მებაღეების” ერთ–ერთი წევრი ნატა ფერაძე აცხადებს, რომ კანონიერად ხეების მოჭრა ამ ფაქტს ვერ ამართლებს:

 

“70 ხეზეა გაცემული ნებართვა, რომელსაც ქორქაშვილი აწერს ხელს, გუშინ მოჭრეს 30 ხე, ჩვენ ვიყავით ადგილზე და პრესაც რომ დაინახეს, გაჩერდნენ, დღეს დილიდან კვლავ განახლდა ჭრა, მოჭრეს 3 ხე და კვლავ შევაკავეთ. ჩვენი წარმომადგენლები ახლაც არიან ადგილზე, ზედამხედველობის სამსახურიც არის და 3 თუ 4 პარტიზანი ელოდება ვერდიქტს, რას იტყვის ზედამხედველობის სამსახური. ყველაფერს კანონიერად აკეთებენ, საქმეც იმაშია, რომ კანონი მორგებული აქვთ აბსოლურუტად თავიანთ თავზე”, – აცხადებს ნატა ფერაძე.

 

 

 

 

ფოტო: პარტიზანული მებაღეობა
ფოტო: პარტიზანული მებაღეობა

 

 

 

ფოტო: პარტიზანული მებაღეობა
ფოტო: პარტიზანული მებაღეობა

მასალების გადაბეჭდვის წესი