ახალი ამბები

პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივა ჩიღვინაძე დაკავებულია

6 მარტი, 2014 • • 1312
პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივა ჩიღვინაძე დაკავებულია

“ივა ჩიღვინაძე დააკავეს იარაღის უკანონო ტარებისთვის, იარაღი გაფორმებული ჰქონდა, მაგრამ ტარების უფლება არ ჰქონდა”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინსიტროში.

 

მათივე ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ივა ჩიღვინაძესთან ერთად ლევან გაჩეჩილაძეც დააკავეს, სიმართლეს არ შეესაბამება:

 

“ვერ გეტყვით, იმყოფებოდა თუ არა ჩიღვინაძესთან ერთად, მაგრამ ლევან გაჩეჩილაძე ნამდვილად დაკავებული არ არის”, – განაცხადეს შსს–ში.

 

ივა ჩიღვინაძე ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ–ერთი მსხვილი შემომწირველი იყო. ჩიღვინაძემ 2011 წლის 26 მაისს დააპატიმრეს. პოლიციის განცხადებით, ის ნინო ბურჯანაძის ესკორტის ორი მანქანიდან ერთ–ერთს მართავდა, რომელიც რამდენიმე ადამიანს შეეჯახა. შეჯახების დროს ერთი პოლიციელი გარდაიცვალა. ჩიღვინაძე 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

 

ივა ჩიღვინაძეს ფინანსური დავა ჰქონდა კაზინო “აჭარას” წინააღმდეგ, რომელიც 2013 წლის ივნისის თვეში მოიგო და “აჭარას” მის სასარგებლოდ დაახლოებით 2.4 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.

 

ივა ჩიღვინაძე
ივა ჩიღვინაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი