ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელებისთვის ყველაზე პოპულარული ქვეყანა საქართველოა

22 აგვისტო, 2018 • 3468
აზერბაიჯანელებისთვის ყველაზე პოპულარული ქვეყანა საქართველოა

აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მოქალაქეებს შორის ყველაზე პოპულარული ქვეყანა საქართველოა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წლის იანვარ-ივლისში მათგან, ვინც აზერბაიჯანი დატოვა, ყველაზე მეტი – 33,4% საქართველოში გაემგზავრა, 24% – ირანში, 22,9% – რუსეთში, 15,2% – თურქეთში და ა.შ.

2018 წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანი სულ 2514,8-მა მოქალაქემ დატოვა, 9%-ით მეტმა, ვიდრე წინა წლის ამავე პერიოდში.

სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ცნობითვე, მათ შორის უმრავლესობა, თითქმის, 70% კაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი