ახალი ამბები

კოჟორიძე: საკრებულოს შეუძლია შეიმუშაოს თავისი ბიუჯეტი

6 მარტი, 2014 •
კოჟორიძე: საკრებულოს შეუძლია შეიმუშაოს თავისი ბიუჯეტი

“საკრებულოს შეუძლია მიიღოს თავისი ბიუჯეტი, თუ არ მოხდება თბილისის მერიის მიერ მათი შენიშვნების გაზიარება, რაც ჰქონდა მერიისთვის გაგზავნილი. მაგრამ ამის მიღებისთვის საჭიროა ⅔. დღეს კი რეალობა არის ისეთი, რომ ⅔ არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს საკრებულოში. ამიტომ  რამდენად მოხდება ამ ბიუჯეტის მიღება, ცოტა რთული წარმოსადგენია”,- ამბობს კახა კოჟორიძე.

 

კოჟორიძის განმარტებით, თუ საკრებულოში არსებული პოლიტიკური ძალები ვერ შეთანხმდებიან და ვერ მიიღებენ ბიუჯეტს, მაშინ შესაძლოა საჭირო გახდეს თბილისის საკრებულოს წევრთა ვადამდელი არჩევნები.

იურისტი ამბობს, რომ საკრებულოში შეუთანხმებლობის გამო ბიუჯეტის მიღების პროცესი ჩიხში შევა, რაც გამოიწვევს იმას, რომ აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ხოლო დანარჩენ საქართველოში კი, ივნისის შუა რიცხვებში, რაც დამატებითი ხარჯია.

 

დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც მერიამ ოთხჯერ წარადგინა ბიუჯეტი, რომლის გათვალისწინებას საკრებულო არ აპირებს, საკრებულომ თავად შეიმუშავა ბიუჯეტი, რომლის მიღებას მერიის გვერდის ავლით აპირებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი