ახალი ამბები

საკრებულომ თბილისის ბიუჯეტის “საკუთარი ვერსია” შეიმუშავა

6 მარტი, 2014 • • 1327
საკრებულომ თბილისის ბიუჯეტის “საკუთარი ვერსია” შეიმუშავა

ირაკლი შიხიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისის მერიის მიერ მეოთხედ წადმორგენილი ბიუჯეტი ისევ ჩავარდნისთვისაა განწირული, რადგან მასში თბილისელების პრიორიტეტები ასახული არაა. საკრებულოს თავმჯდომარე მიანიშნებს იმაზეც, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის დახარჯვისგან ხელს შეუშლის.

 

“ქალაქ თბილისის საკრებულომ შეიმუშავა თავისი ვერსია ბიუჯეტის, სადაც გათვალისწინებულია რეგულაციები, რომლის საშუალებითაც ჩვენ არ მივცემთ და შევზღუდავთ, რომელიც გადაქცეულია ნაციონალური მოძრაობის ფილიალად, რომ ხელი არ აფათურონ წინასაარჩევნოდ ბიუჯეტში თავისი საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. ჩვენ შევქმენით ბიუჯეტი, რომელიც აწყობს თბილისელებს”,- განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა. 

 

შიხიაშვილს იმედი აქვს, რომ საკრებულოს უმცირესობა ბიუჯეტის პროექტს მხარს დაუჭრს. მისივე განცხადებით, დღეს, 2 საათზე თბილისის მერის მოვალეობის შემსრლებელ სევდია უგრეხელიძეს ელის საკრებულოში აღნიშნული პროექტის განსახილველად. 

მასალების გადაბეჭდვის წესი