ახალი ამბები

ფანჯიკიძე ჟენევაში გაეროს წარმომადგენლებს ხვდება

6 მარტი, 2014 • • 1164
ფანჯიკიძე ჟენევაში გაეროს წარმომადგენლებს ხვდება

ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი ნავანეთამ პილაის სურს, რომ ადგილზე გაეცნოს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას და ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებს, აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

ახლო მომავალში საქართველოში სტუმრობის ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ნავანეთამ პილაიმ. 

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფანჯიკიძემ უმაღლეს კომისარს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარება გააცნო. სამინისტროს ცნობით, გაეროს უმაღლესმა კომისარმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის 2014-2020 წლების სტრატეგიის შემუშავება და მიესალმა საქართველოს უნარშეზღუდულ ადამიანთა საერთაშორისო კონვენციის მიერთებას.

 

ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სააგრეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა ჟენევაში გაეროს ოფისის მოქმედ გენერალურ დირექტორს მიქაელ მიოლერს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს 25-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი