ახალი ამბები

წელს 5 სოფლის ელექტრიფიკაცია იგეგმება

6 მარტი, 2014 • • 1011
წელს 5 სოფლის ელექტრიფიკაცია იგეგმება

გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემის, დუშეთის რაიონის სოფელი კაწალხევის, დმანისის რაიონის სოფელ საგოუფლოს, კასპის რაიონის სოფელ ცხავერისა და ქარელის რაონის სოფელ ოქროსსოფელის ელექტროენერგიით მომარაგება მიმდინარე წლის განმავლობაში მოხდება.

 

ელექტრიფიკაციის სამუშაოებისთვის, ჯამში, 842 158 ლარი დაიხარჯება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლებს ელექტროენერგია 20 წელია არ აქვთ. სოფლებში 42 აბონენტი ცხოვრობს.

 

მთავრობის სხდომაზე, რომელიც დღეს, 9 საათზე დიწყო, 40 საკითხს განიხილავენ, რომელთაგან 2 საიდუმლოა.

მასალების გადაბეჭდვის წესი