ახალი ამბები

დეპუტატები უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე მუშაობას ხვალ განაახლებენ

5 მარტი, 2014 •
დეპუტატები უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე მუშაობას ხვალ განაახლებენ

დავით უსუფაშვილის თქმით, უმჯობესია პარლამენტი ასეთი რეზოლუციის მიღების დროს ერთიანი იყოს, შესაბამისად მან უმცირესობას კონსულტაციების ხვალ გაგრძელება შესთავაზა:

 

“დღეს იყო საკმაო ინტენსიური, ნაყოფიერი და საინტერესო მუშაობა. ყველას მინდა მადლობა მოვახსენო, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით ყველა საკითხი ამოწურული არ არის. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გვაქვს პარლამენტი ერთიანი იყოს ამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე.შეთანხმება მიღწეული არ არის, ამგრამ თითქოს ძალიან მცირე დისტანციაა დარჩენილი. მე გთავაზობთ ხვალ 4 საათზე ჩავატაროთ პარლამენტის სხდომა, რომელზეც ამ საკიტხს განვიხილავთ და საბოლოოდ მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ კომპრომისამდე მისვლას ვერ შევძლებთ, მაშინ ვისმჯელოთ იმაზე, თუ როგორ გავაგრძელოთ მუშაობა.”

 

აღნიშნულ შეთავაზებას გოკა გაბაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ უმცირესობა კონსულტაციების გაგრძელებაზე თანახმაა:

“ძალიან ნერვიული ფონი იქმნება აქ, სრულიად ხელოვნურად. სანერვიულო არაფერია. ვწუხვართ, რომ დღეს ვერ შევთანხმდით, იმედია ხვალ შევთანხმდებით. იმედი გვაქვს, დათანხმდებით იმ ტექსტს, რომელიც უმცირესობის აზრით, არ არის პრობლემა, რომ იყოს შეთანხმებული ჩვენს შორის.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი