ახალი ამბები

დეპუტატები უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ თანხმდებიან

5 მარტი, 2014 • • 1128
დეპუტატები უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ თანხმდებიან

გოკა გაბაშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი მათი რეზოლუციის პათოსს იზიარებს, ხოლო ნაწილი არა:

 

“დღვანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგში არის რეზოლუცია უკრაინაზე. ჩვენ მიერ შემოთავაზებულია რეზოლუციის ვარიანტი და მთელი დღის განმავლობაში ვცდილობთ უმრავლესობა ამ ტექსტზე დავითანხმოთ. ნაწილი გვეთანხმება, მაგრამ ნაწილი არა. არის ორი საკითხი, რის გამოც ჯერ კიდევ ვერ ხდება რეზოლუციის მიღება. ერთი ის არის, რომ საქართველომ უნდა დაუჭიროს მხარი იმ გადაწყვეტილებებს, რომლებიც საერთაშორისო საზოგადოებამ უკვე მიიღო და ეს არის სანქციების გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ, და მეორე, საქართველოს საკითხის მიბმა  ამ თემაზე, რადგან რუსეთმა პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს არა მარტო ყირიმის დღვანდელი ოკუპაციისთვის, არამედ აფხაზეთის და ცხინვალის ოკუპაციისთვის. ჩვენ ამ ორი საკითხის ჩაწერას მოვითხოვთ რეზოლუციაში. ჯერ ფიქრობენ.”

მასალების გადაბეჭდვის წესი