ახალი ამბები

ხიდაშელი უკრაინაზე: ეს ის თემა არაა, რომელზეც უმცირესობამ ცირკი უნდა მოაწყოს

5 მარტი, 2014 •
ხიდაშელი უკრაინაზე: ეს ის თემა არაა, რომელზეც უმცირესობამ ცირკი უნდა მოაწყოს

თინა ხიდაშელის თქმით, უკრაინის თემა ის თემა არ არის, რომელზეც ცირკის მოწყობა დასაშვებია:


“გამიკვირდება, რომ ვერ შევთანხმდეთ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე იმიტომ, რომ ეს არის საკითხი, სადაც პოზიციების სრული თანხვედრა არსებობს. თუ შეთანხმება ვერ მოხდა, ამას ძალიან კონკრეტული მიზეზი ექნება. ისინი, პრინციპში, არც მალავენ პირად საუბრებში, რომ ჩვენ ოპოზიციაში ვართ და ტრიბუნა გვინდა გამოვიყენოთო. ეს არ არის ცირკის მოსაწყობი თემა და ჩემთვის სრულიად მიუღებელია, თუ პარლამენტში ამ თემაზე დებატები გაიმართება. 

 

ეს არის თემა, რომელზეც ერთობა უნდა აჩვენოს მთელმა ქვეყანამ. აქ არ აქვს მნიშვნელობა ვინ, რომელ პოლიტიკურ პარტიაშია გაწევრიანებული, ისე უნდა მივიღოთ ეს რეზოლუცია. ცირკი თუ უნდათ, შეუძლიათ ნებისმიერ სხვა თემაზე მოაწყონ, არ არის პრობლემა, მიჩვეული ვართ ამ სხდომათა დარბაზში ცირკებს.”

 

რეზოლუციის ტექსტზე დეპუტატები ამ დრომდე მუშაობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი