საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიგი წერეთელი აღნიშნულ ფაქტს ადგილბრივი თვითმმართველობის არჩევნებს უკავშირებს და აცხადებს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ძალიან მკაცრი შეფასების საგანი იქნება:
“ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ შეეშვან ამ პოლიტიკას. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩრდილს აყენებს თვითმმართველობის არჩევნებს. ეს ყოველთვის აღიქმება სერიოზულ პოლიტიკურ ზეწოლად, მითუმეტეს ისეთ გაუგებარ საკითხებზე, როგორიცაა ანძის ჩაქრობის გამო მთელი მერიის შემადგენლობის და გამგებლების დაბარება, ასევე ფინანსური შემოწმებები და სხვა. ხელისუფლება უნდა შეეცადოს და დაასრულოს ასეთი პოლიტიკა, იმიტომ რომ რეალრუად ეს ძალიან უარყოფით როლს შეასრულებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და მის შეფასებაში.”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ოპონენტების მხრიდან ყველაფრის არჩევნებთან დაკავშრიებას სრულიად გაუგებარს უწოდებს:
“მე არ ვიცი ვინ დაიბარეს, თქვენგან გავიგე, თუ დაიბარეს ე.ი. კითხვები აქვთ. არჩევნებს რაც შეეხება, ამას ჩვენი ოპონენტები იმეორებენ 2012 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ და ყველაფრის არჩევნებთან დაკავშირება სრულიად გაუგებარია. როგორც იმ ამბის ჩვეულებრივ ამბად გამოცხადება, რომ გოგა ონიანი არჩევნებში მონაწილეობის გამო დააკავეს. იცოდით მანამდე, რომ არჩევნებში აპირებდა მონაწილეობას? არა მგონია საქართველოში ვინმე არსებობდეს, ვინც ონიანის დაკავებამდე ეს იცოდა. ეს არის თემა, რომლითაც მათ უნდა ილაპარაკონ, ჩვენი ამოცანაა, რომ საქმე გაკეთდეს.”
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე მომხდარ ფაქტს ზეწოლას აფასებს:
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ჩვენი დაშინების მცდელობის ნაცვლად რეალური საქმე აკეთონ. ნუ იქნებიან ირაკლი შიხიაშვილის და უმრვალესობის ახირებების დამცველები, რაც თბილისში თვითმმართველობის გაუქმებას გულისხმობს”, – განაცხადა აბესაძემ.
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა დაკითხვაზე დაბარებული ნიკა მელია, მთაწმინდის რაიონის გამგებელი, რომელიც მომხდარს არჩევნებს უკავშირებს:
“სამწუხაროა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ცენტრალური ხელისუფლების ქმედება კულმინაციას აღწევს. ინტენსიური ხდება გამგებლების დაკითხვები. ეს ყველაფერი კი მძიმდება იმ ფონზე, როცა ბიუჯეტი დაუმტკიცებელია”, – ამბობს მელია, რომელსაც თბილისის მერის არჩევნებში სურს მონაწილეობის მიღება.