ახალი ამბები

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში დღგ-სთან დაკავშირებით

4 მარტი, 2014 • • 937
ცვლილებები საგადასახადო კოდექსში დღგ-სთან დაკავშირებით

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში საქონლის იმპორტისას პირს, რომლის წინა, უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში დასაბეგრი ოპერაციების მიხედვით დეკლალირებული და ბიუჯეტში გადახდილი დღგ-ის თანხა გადააჭარბებს 200 ათას ლარს, უფლება აქვს გადავიდეს იმპორტის დღგ-ით დაბეგვრის სპეციალურ წესზე. კანონპროექტის ავტორები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ნორმა ზღუდავს საქართველოში კონკურენციის განვითარებას და არათანაბარ პირობებში აყენებს მსხვილ და საშუალო ბიზნესმენებს. 

 

შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით უქმდება საგადასახადო კოდექსის 162-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილები, რის შემდეგაც, საქართველოსი საქონლის იმპორტისას, გადასახადის გადამხდელები მოექცევიან დღგ-ით დაბეგვრის თანაბარ პირობებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი