ახალი ამბები

მარგველაშვილი თურქეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებს ესაუბრა

3 მარტი, 2014 • • 1093
მარგველაშვილი თურქეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებს ესაუბრა

გიორგი მარგველაშვილმა და პოლონეთის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და კრიზისიდან გამოსვლის გზები განიხილეს.

 

სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა აღნიშნეს უახლოეს პერიოდში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობა. პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა ქვეყნის პირველ პირს მხარდაჭერა ევროპულ და ევროანტლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციის გზაზე, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

 

დღესვე გიორგი მარგველაშვილი თურქეთის რესუბლიკის პრეზიდენტს აბდულა გიულის ესაუბრა. სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის პრეზიდენტმა უკრაინაში შექმნილი ვითარება და შავი ზღვის აკვატორიაზე ამ პროცესების გავლენა განიხილა.

 

პირველმა პირებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტრიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე, ისაუბრეს უკრაინაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე და არსებული კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე.

 

გიორგი მარგველაშვილმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ მნიშვნელვნია ის ფუნქცია, რომელიც თურქეთმა აიღო ამ კრიზისის განმუხტვისათვის. საუბრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომუნიკაციას მომავალშიც განაგრძობენ, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი