ახალი ამბები

მარგველაშვილი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდა

28 თებერვალი, 2014 •
მარგველაშვილი ყოველთა სომეხთა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს შეხვდა

შეხვედრა ეჩმიაძინის ტაძარში გაიმართა, სადაც ქვეყნის პირველი პირი ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მათი საუბრის მთავარი თემა ქართულ-სომხური რელიგიური და კულტურული ურთიერთობა იყო. მათივე ინფორმაციით:

 

“გიორგი მარგველაშვილთან საუბრისას სომხეთის პატრიარქმა, ასევე, მადლიერება გამოხატა ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც სომხური ეკლესიის კუთვნილი კულტურული ძეგლების რესტავრაცია დააფინანსა და ამისათვის თანხა საკუთარი „ქართუ“ ფონდიდან გამოყო”

 

გიორგი მარგველაშვილს სომხეთის პატრიარქმა საჩუქრად ღვთისმშობლის ხატი გადასცა, ხოლო, თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტმა კათოლიკოსს გარეგინ მეორეს ხარების სურათი აჩუქა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა საკათედრო ტაძრის საგანძური, ქრისტიანულ სიწმინდეთა მუზეუმი დაათვალიერა, რომელშიც დაცულია როგორც ბიბლიური რელიკვიები, ისე წმინდანთა ნაწილები.

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში უკვე მეორე დღეა იმყოფება.

 

გიორგი მარგველაშვილი და გარეგინ მეორე
გიორგი მარგველაშვილი და გარეგინ მეორე

გიორგი მარგველაშვილი და გარეგინ მეორე
გიორგი მარგველაშვილი და გარეგინ მეორე

მასალების გადაბეჭდვის წესი