ახალი ამბები

იემენში ავიაიერიშს 29 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

9 აგვისტო, 2018 • 2090
იემენში ავიაიერიშს 29 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

სულ მცირე 29 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა იემენში ავიაიერიშს, რომლის სამიზნეც მშვიდობიანი მოქალაქეების ავტობუსი გახდა. როგორც BBC “წითელ ჯვარზე” დაყრდნობით წერს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იერიშის შედეგად 30 ადამიანია დაშავებული.

აფეთქება იემენის ჩრდილოეთ ნაწილში, საადის პროვინციაში მოხდა.

The Guardian-ის ინფორმაციით, დაღუპულ ბავშვთა უმეტესობა 10 წლის ასაკს ქვემოთაა. გამოცემის თანახმად, იემენის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა თქმით, ამ დროისთვის დაღუპულია 43 ადამიანი, ხოლო დაშავებულია 61.

კოალიცია, რომელიც პასუხისმგებელია თავდასხმაზე და რომელიც იემენის მთავრობას აჯანყებულ ჰუსიტებთან ომში მხარს უჭერს, აცხდებს, რომ მათი ქმედებები “ლეგიტიმური” იყო. კოალიციის სათავეში საუდის არაბეთი დგას.

იემენში სამოქალაქო ომი 2015 წელს დაიწყო, როდესა ჰუსიტებმა ქვეყნის ნაწილზე კონტროლი მოიპოვეს და პრეზიდენტი აბდრაბუ მანსორ ჰადი ქვეყნიდან გააძევეს. აღნიშნულის გამო საუდის არაბეთი კონფლიქტში ჩაერია, რათა ხელისუფლების ძალაუფლება აღედგინა.

ომის გამო 10,000 ადამიანი, მათ შორის უმტეტესობა, მშვიდობიანი მოსახლეობა, დაიღუპა, ხოლო 60 ათასამდე დაშავდა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი