ახალი ამბები

მარგველაშვილი მავთულხლართების შესახებ: ყველამ უნდა მოიცალოს ამ თემისთვის

26 თებერვალი, 2014 • • 1225
მარგველაშვილი მავთულხლართების შესახებ: ყველამ უნდა მოიცალოს ამ თემისთვის

პრეზიდენტის თქმით, მსოფლიო საზოგადოების დაინტერესებისა და ყურადღების გარეშე რუსეთის მავთულხლართების პოლიტიკა არ შეჩერდება. 

 

“ვხედავთ, რომ განახლდა უაზრო მავთულხლართების გავლების პროცესი. მე მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ მავთულხლართებს არ გააჩნია არავითარი სტრატეგიული სამხედრო დანიშნულება. ეს არის ერთმნიშვნელოვნად ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. რომ ადამიანები, რომლებსაც მავთულხლართების მიღმა ერთმანეთის ნახვა უნდათ, მათ წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია. მე ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა მოიცალოს ამ თემისთვის იმიტომ, რომ ეს არის მიმართული იმისკენ, რომ არ მოხდეს კონფლიქტის დეესკალაცია და ადამიანებმა ერთმანეთთან საერთო ენა არ იპოვონ”,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთის ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო სამართლის ნორმებთან, რომელთა ნაწილს თავად რუსეთიც მიერთებულია. 

 

“ოლიმპიადის დასრულების შემდეგ პირველი 11-კილომეტრიანი ზონა, რომელიც გადმოწეული არის აფხაზეთში, არავითარი ნაბიჯი არ გადაიდგა თითქოსდა ოლიმპიადის უშიშროებისთვის შემქნილი 11-კილომეტრიანი ზონის გაუქმების თაობაზე. ამის შესახებ ჩვენ დაახლოებით ერთი თვის წინ მსოფლიო საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ ეს ასე იოლად არ იქნება და საჭიროა ძალიან ატქიური  ჩართულობა”,- განმარტა მარგველაშვილმა. 

 

რუსმა სამხედროებმა 24 თებერვლიდან სოფელ ატოცში მავთულხლართების გავლება განაახლეს. ამას გარდა, ზამთრის ოლმპიადის მომზადებისას რუსეთმა უსაფრთხოების დაცვის მოტივით საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე საზღვარი 11 კილომეტრით გადმოწია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი