ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ენგურის გადაკვეთის სირთულეები

2 აგვისტო, 2018 •
ენგურის გადაკვეთის სირთულეები

ნუგზარ ჩარგაზია ყველგან საკუთარი ველოსიპედით გადაადგილდება. ტრანსპორტი მის სოფელ შეშელეთში ცუდად დადის, ველოსიპედით კი საზღვარსაც უფრო მარტივად კვეთს, იმის მიუხედავად, რომ ზუგდიდიდან სამარშრუტო ტაქსები პირდაპირ გამშვებ პუნქტამდე მოდიან. ენგურის ხიდს ყველაზე ხშირად გალის რაიონის მცხოვრებლები, “ფორმა 9”- ით კვეთენ.

“ამას ძროხის საბუთს ვეძახი. გერმანიაში, სადაც 70-იან წლებში ჯარში ვმსახურობდი, ძროხა ფრაუ მარტას უფრო სოლიდური პასპორტი ჰქონდა, ვიდრე ეს არის. დედაჩემი ქართველია, მამა აფხაზი, აქ დავიბადე და აქვე უნდა მოვკვდე. იქ რაღაც დახმარებებს მაძლევენ, ამიტომაც მიწევს აქეთ-იქით სიარული. ყველა ძმები ვართ, აფხაზები, ქართველები, მეგრელები, და ვინ გადაწყვიტა ჩვენი დაშორება, ყველამ კარგად ვიცით “.

მაშინ აღმოვჩნდი ენგურის გამშვებ საბაჟო პუნქტზე, როდესაც აფხაზი ექიმების პაციენტი სამკურნალოდ საქართველოში მიდიოდა. მამაკაცი აფხაზური ნომრების მქონე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანიდან ასეთივე, ქართულ ნომრიანი სასწრაფო დახმარების მანქანაში გადაიყვანეს.

გამშვები პუქტი ენგურზე; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. ივლისი, 2018

სასწრაფო დახმარების მანქნანა კვეთს გამშვებ პუქტს ენგურზე; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. ივლისი, 2018

გამშვები პუქტი ენგურზე; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. ივლისი, 2018

გამშვები პუქტი ენგურზე; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. ივლისი, 2018

გამშვები პუქტი ენგურზე; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. ივლისი, 2018

გამშვები პუქტი ენგურზე; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. ივლისი, 2018

გამშვები პუქტი ენგურზე; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. ივლისი, 2018

გამშვები პუქტი ენგურზე; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. ივლისი, 2018

გამშვები პუქტი ენგურზე; ფოტო: მარიანა კოტოვა/ნეტგაზეთი. ივლისი, 2018

იმისთვის რომ საქართველოში სამკურნალოდ გაემგზავრო, აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საშვის მიღებაა საჭირო.

ენგურზე საზღვრის გადაკვეთა საქართველოს იმ მოქალაქეებსაც შეუძლიათ, რომლებმაც ვიზები აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიღეს. უწყებაში ასეთი გაცემული ვიზების ზუსტ რაოდენობას არ გვისახელებენ, – ამბობენ, დახურული ინფორმაციიაა, თუმცა სამინისტროს თანამშრომლები პირად საუბარში ამბობენ, რომ ბევრი ასეთი ვიზა გაიცემა.

ენგურის ხიდს ყოველდღიურად ორ ათასზე მეტი ადამიანი კვეთს. მებაჟეების თქმით, აფხაზეთიდან მოქალაქეებს ოფიციალურად მხოლოდ თხილის გატანა შეუძლიათ. ყველაფერი დანარჩენი კი – მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის საჭირო რაოდენობით. 

გალელებს საქართველოში თხილის გატანა შეუძლიათ. პრეზიდენტ ხაჯიმბას განკარგულების მიხედვით, ჩვენ უკვე დავიწყეთ თხილის საბაჟო გაფორმება. 

თუმცა პერიოდულად ჩნდებიან მსურველები აფხაზეთში პროდუქცია შემოიტანონ. რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარის, ბესლან წვინარიას თქმით, კონტრაბანდისტთა უმრავლესობა აკრძალვას გზას უვლის.

“იყო შემთხვევები, როდესაც გალელებს დიდი რაოდეონობით მინერალური წყლის გადმოტანისთვის იჭერდნენ. დღეს ვიცით, რომ წყალი ნაწილ-ნაწილ გადააქვთ, სასაზღვრო ზონაში აგროვებენ, მერე კი ბაზარში მიაქვთ. ადამიანებს არაფერი აკავებს, როდესაც მათ ეს სჭირდებათ. ზუგდიდში იაფია, ამიტომაც შეიძლება იქ ყიდვა და აქ გაყიდვა, თუმცა ეს კანონით იკრძალება”, – ამბობს წვინარია.

როგორც აფხაზეთის მთავარი მებაჟე ამბობს, უახლოეს მომავალში დაიწყება საქართველოდან ენგურჰერსისთვის გამოგზავნლი სპეცაღჭურვილობის გაფორმება.  ასევე იმ ტვირთების, რომლების საერთაშორისო ორგანიზაციების ხაზით მოემართება აფხაზეთში. თუმცა, ამისთვის ტექნიკურად აღჭურვილი საბაჟო პუნქტია საჭირო.

დღესდღეობით, საქართველოსთან საზღვარზე ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მუშაობს. ეს არის გამშვები პუნქტი ენგური და პაპინირხუა, რომელიც გალის რაიონის ზედა ზონაში მდებარეობს. ქვედა ზონაში ყველა სხვა გამშვები პუნქტები დახურულია.

სოფელ ოტობაიას მცხოვრებლები დარწმუნებული არიან, რომ გამშვები პუნქტის დახურვა არასწორი იყო. სოფლის მცხოვრებელთა საჭიროება – პერიოდულად ჩავიდნენ საქართველოში, არ გამქრალა, ისინი ასე თუ ისე მაინც ახერხებენ, როგორც აქ ამბობენ, “მეორე მხარეს” გადასვლას შეღავათების მისაღებად, სავაჭროდ, სამედიცინო საჭიროებისთვის ან უბრალოდ ნათესავების მოსანახულებლად. მათი აზრით, რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ მხოლოდ დამატებით პრობლემა შეუქმნა საკუთარ მოქალაქეებს, და ამასთან, არანაირი ალტერნატივა არ შეუთავაზებია.

“მოსავალი არ არის, პენსია არ გვყოფნის. საქართველოში გვიწევს დახმარებისთვის გადასვლა. გზა კი ჩაკეტილია. შემოვლით რომ წავიდეთ, ოცი ლარია საჭირო, ეს ძალიან ძვირია. ადამიანები საერთოდ ტოვებენ სოფლებს. ეს გზა რომ ყოფილიყო, რამენაირად გავუძღვებოდით ცხოვრებას”, – ამბობს ოტობაიას მკვიდრი ლარისა ფუცურია.

ოტობაიას გამშვებ პუნქტზე დაახლოებით, 25 ადამიანი მსახურობდა, ამ პოსტის ყოფილი უფროსის გიორგი ჩხოტუას თქმით, პუნქტის დახურვის შემდეგ ყველა თანამშრომელი შეინარჩუნეს.

“ჩვენი თანამშრომლების დიდი ნაწილი ომის ვეტერანია. ბევრი აქ ჯერ კიდევ 90-იანi წლებიდან მუშაობს, მე თავად 2000 წლიდან. ვერ დავტოვებდით მათ უმუშევრად”, – ამბობს ჩხოტუა.

ამ პოსტიდან ახლოს, მეორე ოტობაიში არის ადგილი, სადაც საზღვარი მდინარის ვიწრო კალაპოტზე გადის, ამ ადგილს კარგად იცავენ, მაგრამ ვიზუალურად განსზღვრა, რამდენად კარგად არის დაცული, შეუძლებელია.

სერგეი გადლიას თქმით, გალის რაიონის ქვედა ზონის საზღვრამდე ოცდაათი კილომეტრი უშუალოდ რუსული მესაზღვრეების მიერ არის დაცული. როგორც ქალაქ გალის მთავარი მებაჟე ამბობს, მთელი სასაზღვრო ხაზი დეტექტორებითა და კამერებითაა აღჭურვილი და ზოგჯერ პატრულირდება. რაც შეეხება ერთობლივ, აფხაზურ-რუსულ სამსახურს, საუბარი მხოლოდ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზეა.

“თავად ისინი [რუსები] ერთპიროვნულად მუშაობენ საზღვრის კონტროლზე, ცნობილი შეთანხმების შესაბამისად, ჩვენი მონაწილეობის გარეშე. ჩვენ ახლაც რუსული კამერების მეთვალყურეობის ქვეშ ვართ. თუმცა ისინი ყოველთვის არ მუშაობს. ასეთი შემთხვევებიც ყოფილა”, – ამბობს სერგეი გადლია.

საზღვრის დაცვის რეგლამენტით მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობა უკმაყოფილოა. ის ხალხიც კი, რომლებიც რუსეთიდან დროებით ჩამოდის, ამბობს, რომ 2016 წლამდე, როდესაც სიტუაციას აფხაზი მესაზღვრეები და მებაჟეები აკონტროლებდნენ, და აქ ცხოვრება უფრო მშვიდი იყო.

“როდესაც აფხაზი მესაზღვრეები იდგნენ, საზღვარი უფრო დაცული იყო. ხედავთ ახლა, სიცარიელეა. სამი წლის წინ კი ყველაფერი მობილიზებული იყო, აკურატული, წესრიგს იცავდა ყველა”, – ამბობს ოლგა ხომჩენკო.

დეპუტატები ლევონ გალუსტიანი, ლეონიდ ჭამაღუა და ლევონ დაშანი გალელ მებაჟეებსა და მესაზღვრეებს მათი ინტერესების გატარებას, გალელთა საჭიროებებზე ყურადღების მიქცევას და იმ ადამიანების სამართლებრივი სტატუსის საბოლოო გადაწყვეტას შეპირდნენ, რომლებიც სოციალურ საჭიროებებსა და პოლიტიკას შორის გაჭყლეტილი აღმოჩნდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი