ახალი ამბები

დატბორილი ქუჩები, სახლები და ეზოები – წყალდიდობა ფოთში [ფოტო]

2 აგვისტო, 2018 • 8058
დატბორილი ქუჩები, სახლები და ეზოები – წყალდიდობა ფოთში [ფოტო]

გადაუღებელი წვიმის შედეგად ქალაქ ფოთში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა. როგორც “ნეტგაზეთს” ფოთის მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, განსაკუთრებით ნაბადისა და კუნძულის უბნების მოსახლეობა დაზარალდა, სადაც წყალმა ეზოები და სახლების პირველი სართულები დატბორა.

ფოთში ძლიერი წვიმა გვიან ღამით, დაახლოებით, 02:00–ზე დაიწყო და რამდენიმე საათს გაგრძელდა. მერიის ცნობით, უხვი ნალექის შედეგად ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა, რის გამოც სატუმბი სადგურების მუშაობაც შეფერხდა. უწყების ინფორმაციით, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა და სატუმბი სადგურებიც უკვე შეუფერხებლად მუშაობს.

წყალდიდობისაგან მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია უკვე სწავლობს. პირველადი მონაცემებით, მოსახლეობას ავეჯი და ტექნიკა გაუნადგურდა.

ძლიერი წვიმის დროს ქალაქი ფოთი ხშირად იტბორება. პრობლემები, ძირითადად, სწორედ კუნძულისა და ნაბადის უბნებში იქმნება, რასაც სანიაღვრე სისტემების გაუმართაობა იწვევს. როგორც მერიაში “ნეტგაზეთს” უთხრეს, უკვე არსებობს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ახალი სატუმბი სადგური აშენდება და სპეციალური არხებიც გაიჭრება.

წყალდიდობა ფოთში. ფოტო: ფოთი↔️Poti წყალდიდობა ფოთში. ფოტო: დავით კუცია წყალდიდობა ფოთში. ფოტო: ლაშა ზარგინავა წყალდიდობა ფოთში. ფოტო: დავით კუცია წყალდიდობა ფოთში. ფოტო: დავით კუცია წყალდიდობა ფოთში. ფოტო: დავით კუცია წყალდიდობა ფოთში. ფოტო: ლაშა ზარგინავა წყალდიდობა ფოთში. ფოტო: დავით კუცია

მასალების გადაბეჭდვის წესი