ახალი ამბები

ბესელიას ცნობით, ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცედურა დაიწყო

31 ივლისი, 2018 •
ბესელიას ცნობით, ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარის თქმის პროცედურა დაიწყო

ეკა ბესელიას ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვების პროცედურები დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ რ2 ავრცელებს.

“მე როგორც ვიცი კი”, – ბესელია ამბობს, რომ მას დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს.

იმისათვის, რომ პირმა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა მას ორმაგი მოქალაქეობა არ უნდა ჰქონდეს. ზურაბიშვილი საფრანგეთის და საქართველოს მოქალაქე ერთდროულად არის.

“თუ გადაწყვეტს [სალომე ზურაბიშვილი], მგონია, რომ მას აქვს ყველაზე მაღალი შანსი პირველივე ტურში გამარჯვების. ის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია. განსაკუთრებით იმ კანდიდატებს რომ ვუყურებ ვინც სახელდება, ეს განცდა უფრო მიმყარდება”, – განაცხადა ბესელიამ.

ჯერჯერობით უცნობია აპირებს თუ არა “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის დასახელებას. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ მხარი შესაძლოა სალომე ზურაბიშვილი კანდიდატურას დაუჭიროს, ამ უკანასკნელს ჯერ არ უთქვამს, აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი