[blue_box]ერევანი-ბრიუსელი[/blue_box]
სომხეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 11-12 ივლისს ბრიუსელში NATO-ს სამიტში მონაწილეობა მიიღო. რევოლუციიდან ერთ თვეში ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაც ორჯერ მოასწრო: პირველად სოჭში ევრაზიული ეკონომიკური კავშირის სამიტის ფარგლებში 14 მაისს, მეორედ კი – 14 ივნისს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე. ამ ფონზე NATO-ს სამიტზე გამგზავრება სომხეთში ბევრმა ბალანსის აღსადგენისკენ მიმართულ ნაბიჯად აღიქვა, თუმცა რეალურად ეს ბალანსი არც არასდროს დარღვეულა.
მოსკოვსა და ბრიუსელში ფაშინიანის ვიზიტები სავსებით ეწერება იმ “მულტივექტორულ” ან “კომპლემენტარულ” საგარეო პოლიტიკაში, რომელსაც სომხეთი მთელი პოსტსაბჭოთა პერიოდის განმავლობაში ატარებდა.
თავად NATO-ს სამიტზე დასწრებაში ახალი არაფერი ყოფილა – ეს მიღებული პრაქტიკა იყო “ძველი რეჟიმის” დროსაც. შეიძლება ითქვას, ფაშინიანიც იმავეს აკეთებს, თუმცა, – ახლებურად. ამგვარად, სომხეთისთვის უპრეცედენტო პოსტ-რევოლუციურმა სიტუაციამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე გავლენა ვერ იქონია.
თუ სოჭში ვიზიტი პოსტსაბჭოთა ლიდერებთან, რაღაც “გაცნობის” მსგავსი იყო, NATO-ს სამიტზე დასწრების ერთ-ერთი მიზეზი დასავლეთის ლიდერებთან კონტაქტების დამყარება გახდა.
სომხურ მედიასა და სოციალური ქსელებში ქვეყნდებოდა ფაშინიანის ფოტოები მაკრონთან, ტრამპთან, მერკელთან, მეისთან, ტრუდოსთან და სხვა მსოფლიო ლიდერებთან. თუმცა, სამიტის კულუარებში ფაშინიანმა, სხვა ლიდერებთან გაუთვალისწინებელი გაცნობითი შეხვედრებიც მოასწრო.
მაგალითად, მაკრონთან შეხვედრის დროს, მაკრონის ერთ-ერთი თანმხლები ჩინოვნიკი, წარმოშობით სომეხი და ფაშინიანი ერთმანეთს გადახვევით მიესალმნენ და ამით პროტოკოლი მსუბუქად დაარღვიეს. ეს დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია სომხეთის შიდა აუდიტორიისთვის – ეს აღიქმება როგორც მტკიცებულება იმისა, რომ მსოფლიოს ძლიერი ლიდერები ფაშიანიანს “თავისიანად” აღიქვამენ.
თანამემამულეებთან ფოტოებითა და ჩახუტებით არ დასრულებულა ყველაფერი. ფაშინიანმა რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ სომხეთის ახალი ხელისუფლება საგარეო პოლიტიკურ პრობლემატიკას ახლებურად უდგება.
თუმცა, იმაში, რაც გეოსტრატეგიულ პრიორიტეტებს შეეხება, განსაკუთრებული ცვლილებები არ არის. ევრონიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი რუსეთის მოკავშირედ დარჩენას გააგრძელებს და ამავე დროს, დასავლეთთან და ნატოსთან ურთიერთობებს განვითარებს, – მათ შორის, გაგრძელდება სომხეთიდან სამშვიდობოების მონაწილეობა ნატოს მისიებში კოსოვოსა და ავღანეთში.
თუმცა, ფაშინიანმა ახლებურად დასვა აქცენტები. ყარაბაღის კონფლიქტზე საუბრისას, განაცხადა, რომ აზერბაიჯანის აგრესიული პოზიცია ახალი და დემოკრატიული სომხეთის მიმართ, არის აგრესია იმ დემოკრატიის მიმართ, რომელმაც სომხეთში გაიმარჯვა.
რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებს, აქაც, მთლიანობაში, სტრატეგია უცვლელი დარჩა, თუმცა აქაც დაისვა ახალი აქცენტები. ფაშინიანმა განაცხადა, რომ დემოკრატია ღირებულებთა სისტემაა და არა გეოპოლიტიკური ორიენტაცია, ირიბად თქვა, რომ სომხეთი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას აპირებს და ამავე დროს, მოსკოვთან კონფლიქტი არ სურს.
ევროკავშირის ჩინოვნიკებთან შეხვედრებზე სომხეთში ბოლო მოვლენების შესახებ ბევრ პოზიტიურზე გაკეთდა განცხადებები, თუმცა, როგორც ფაშინიანმა აღნიშნა, სომხურ მხარეს მეტის მოლოდინი ჰქონდა.
როგორც ფაშინიანმა განაცხადა, ამ ცვლილებების წყალობით სომხეთი ევროკავშირის მხრიდან ფინანსური დახმარების მოცულობის გაზრდას ელოდება [10 მილიონი ევროთი მეტს]. საბოლოო ჯამში, ამასთან დაკავშირებით, ფაშინიანსა და სომხეთში ევროკავშირის ელჩს შორის პეტრე სვიტალსკის შორის აზრების ხისტად გაცვლის შემდეგ, განაცხადეს, რომ სომხეთი ამზადებს საკუთარ წინადადებებს ევროკავშირისთვის, ევროკავშირი კი მისი განხილვისთვის მზადაა.
მთლიანობაში, ვიზიტმა აჩვენა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობებში სომხეთის ხელისუფლება ორიენტირებულია არა პროცესზე, არამედ კონკრეტულ შედეგებზე. როგორც ფაშინიანმა განაცხადა, ცვლილებები ასე თუ ისე გატარდება სომხეთში და საერთაშორისო ორგანიზაციებს შესაძლებლობა აქვთ მათზე გავლენა მოახდინონ, თუმცა ისინი მაშინაც კი გატარდება, თუკი მხარდაჭერა არ იქნება, და რომ სომხეთი არ აპირებს მოწყალების მთხოვნელის როლში აღმოჩნდეს.
[red_box]ერევანი-მოსკოვი[/red_box]
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრიუსელში ვიზიტი მოწოდებული იყოს იმის ხაზგასასმელად, რომ სომხეთის საგარეო პოლიტიკა მულტივექტორულია.
რევოლუციის შემდეგ პირველ კვირებში სომხეთის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში მოსკოვის მზარეს გარკვეული გადახრა შეიმჩნეოდა.
როგორც ჩანს, გაძლიერებული ყურადღება დაკავშირებული იყო იმასთან, რომ რევოლუციამდე ფაშინიანი და მისი თანამებრძოლები “პროდასავლურებად” აღიქმებოდნენ, რაც რუსულ ელიტაში საფრთხეს იწვევდა. რუსეთის შიში, როგორც ჩანს, მაშინ გაძლიერდა, როდესაც ფაშინიანის კაბინეტის წევრებს შორის გაჩნდა ხალხი, რომლებიც პროდასავლურებად მიიჩნეოდნენ იმ მიზეზებით, რომ მათ სამუშაო გამოცდილება ჰქონდათ არასამთავრობოებთან და განათლება დასავლეთის უნივერსიტეტებში ჰქონდათ მიღებული.
ზოგიერთ რუსულ მედიაში ყურადღება მიაქციეს იმასაც, რომ სომხეთის უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი, არმენ გრიგორიანი, ადრე Transparency International-ში მუშაობდა. ეს ორგანიზაცია რუსეთში “უცხოურ აგენტად” მიიჩნევა.
ყველაზე სკანდალური მაინც რადიო კომსომოლსკაია პრავდაზე გასული პროგრამა აღმოჩნდა, სადაც ყოფილმა ტელეწამყვანმა, დღეს კი როსნეფტის ვიცე პრეზიდენტმა მიხაილ ლეონტიევმა და მისმა თანამოსაუბრემ სომხეთის მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამები არ დაიშურეს. გადაცემამ სომხურ მედიაში ვნებათაღელვა გამოიწვია. განცხადების გაკეთება მოუწია რუსეთის ფედერაციაში სომხეთის ელჩასაც. მართალია მსგავსი ეპიზოდები ტრენდად ვერ იქცა და მთლიანობაში, რუსულმა მედიამ სომხეთთან მიმართებაში ნეიტრალური ტონი შეიარჩუნა. თუმცა, ისიც აშკარაა, რომ რუსულ ელიტაში, რევოლუციის შემდეგ, სომხეთის ახალი ხელისუფლების მიმართ უნდობლობა გაჩნდა.
სხვადასხვა, სამხედრო სფეროდან დაწყებული და ეკონომიკური სფეროთი დამთავრებული, სომხეთის რუსეთისგან დამოკიდებულების გათვალისწინებით, რასაკვირველია, სურვილის შემთხვევაში, მოსკოვს ფაშინიანის კაბინეტისთვის სერიოზული პრობლემების შექმნა შეუძლია. ამისთვის საკმაოდ ფართო სპექტრის ინსტრუმენტები აქვს: მათ შორის სომხეთის სოფლის მეურნეობის პროდუციაში საშიში ნივთიერებების შესაძლო აღმოჩენა და აზერბაიჯანითვის შეირაღების მიწოდების აქტივიზაცია.
ამიტომაც, სომხეთში არცერთი ხელისუფლება, ყველაზე რევოლუციურიც კი ვერ მისცემს საკუთარ თავს იმის საშუალებას, რომ მოსკოვს დაუპირისპირდეს. ფაშინიანს მოსკოვის ლოიალობა ან ნეიტრალიტეტი მაინც სჭირდება, მითუმეტეს თუ კორუფციასთან ბრძოლის მის კამპანიას გავითვალისწინებთ. რა შემთხვევაში შეძლებდა ფაშიანიანი ამ ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას რუსეთის მხრიდან, რთულია სათქმელად, თუმცა, ყოველშემთხვევაში განსაკუთრებული სიმპატიები “ძველი რეჟიმის” წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც კორუფიციასთან ბრძოლის სამიზნე აღმოჩნდნენ, რუსულ მედიაში ჯერ არ ყოფილა შემჩნეული.
რაც არ უნდა იყოს, სომხეთის ახალ ხელისუფლებას რუსეთთან ურთიერთობების ახალი მოდელის შექმნა მოუწევს. ოპოზიციაში ყოფნის დროს ფაშინიანსა და მის მოკავშირეეებს არაერთხელ დაუდანაშაულებია სომხეთის ხელისუფლება იმაში, რომ მოსკოვთან ურთიერთობაში ქვეყნის სუვერენიტეტსა და ინტერესებს სწირავდა.
ახლა ფაშინიანმა სომხეთის საზოგადოებას უნდა აჩვენოს, რომ სომხეთის სუვერენიტეტი არ შეიძლება კომპრომისის საგანი იყოს და ამავე დროს, კრემლთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს. მსგავსი ბალანსის პოვნა უკვე საკმაოდ რთული ამოცანაა, რომელიც ძველი ხელისუფლების ლობისტური აქტიურობით კიდევ უფრო რთულდება.
მართალია სერჟ სარგსიანს მოსკოვში განსაკუთრებული ნდობა მაინც არ ჰქონდა- ვარაუდობდნენ, რომ “მოსკოვის გადაგდება” უნდა და რუსეთის ზურგს უკან ევროკავშირთან და ნატო-სთან ურთიერთობების განვითარება. ამის მიუხედავად, სერჟ სარგსიანი მისი პარტიული წარსულით, რუსეთის ხელისუფლებისთვის უფრო გასაგები პერსონა იყო, ვიდრე ფაშიანიი და მისი თანამზრახველები არიან – გუშინდელი ოპოზიციონერები და NGO-ელები.
ერევანი – ბაქო [და ანკარა]
ყოველივე ამას რუსეთში აზერბაიჯანული ლობიზმის ფაქტორი და ორი ქვეყნის ელიტას შორის კავშირები ემატება. ილჰამ ალიევი, პოლიტბიუროს ყოფილი წევრი და мгимо-ს კურსამთავრებული, ისეთი წინააღმდეგობების მიუხედავად, როგორიცაა ევროპაში გაზის მიწოდების კონკურენციის თემა, რუსულ ელიტაში “თავისიანად” აღიქმება.
სწორედ ლობისტური ძალისხმევის შედეგი იყო აზერბაიჯანში რამდენიმე გამოჩენილი რუსი მოღვაწის ბოლოდროინდელი გახმაურებული ვიზიტი. ცნობილი მედია-პერსონები მაქსიმ შევჩენკო და ალექსანდრ დუგინი, ასევე ორი სახელმწიფო დუმის დეპუტატი, აზერბაიჯანში კონფერენციაზე სახელწოდებით “ოს მოსკვა-ბაკუ” ჩავიდნენ და პროაზერბაიჯანული განცხადებებით გამოვიდნენ. შევჩენკოსა და დუგინის ფოტოებმა აზერბაიჯანელ სამხედროებთან, როგორც მოსალოდნელი იყო, სომხურ სოციალურ ქსელებში ვნებათაღელვა გამოიწვია.
რთულია თქვა, იყო თუ არა შევჩენკოს და დუგინის ვიზიტი კრემლთან შეთანხმებული, თუმცა მსგავსი ეპიზოდები ერევანში ყოველთვის მღელვარებას იწვევს.
თუ ბაქო მოსკოვთან კეთილსაიმედო ურთიერთობების უზრუნველყოფას შეძლებს, მთიან ყარაბაღში შესაძლოა კიდევ გამწვავდეს სიტუაცია. ერევანში შიშობენ, რომ ბაქომ შეიძლება იმ უნდობლობით ისარგებლოს, რომელიც მოსკოვში სომხეთის ახალი ხელისუფლების მიმართ არსებობს. ჯერ, რა თქმა უნდა, ცალკეული ეპიზოდების გარდა, იმის მტკიცებულებები, რომ ბაქოს მოსკოვის საკუთარ მხარეს გადაბირება შეუძლია ამ საკითხში, არ არსებობს.
მთიან ყარაბაღში სიტუაციის გამწვავება, სავარაუდოდ არც მოსკოვს უნდა უნდოდეს. დღეს, როდესაც დაძაბული მდგომარეობა ინციდენტების დონეზეა, მოსკოვს შეუძლია ამაზე თვალი დახუჭოს, თუმცა სერიოზული ეკსალაცია მის წინაშე ბაქოსა და ერევანს შორის უსიამოვნო არჩევანს დააყენებს: ამ შემთხვევაში უკვე ორ ქვეყანას შორის ბალანსის პოლიტიკის შენარჩუნება არ გამოვა. გარდა ამისა, მდგომარეობის გამწვავება არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიას, რამედ სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიებსაც შეეხება და ОДКБ –ს[კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაცია] ჩარევის საკითხს დააყენებს, რაც ალბათ, ამ ორგანიზაციის შიგნითვე წინააღმდეგობებს გააჩენს.
და ბოლოს, დღეს როდესაც მოსკოვსა და ანკარას შორის მორგი “დათბობაა”, ყარაბაღში სიტუაციის გამწვევება არცერთის ინტერესებშია.
უშუალოდ კონფლიქტის ზონაში დღეს მდგომარეობა საკმაოდ დაძაბულია, თუმცა ეს დაძაბულობა წინა წლებთან შედარებით მაინც არ არის დიდი მასშტაბის. ინციდენტები მთიანი ყარაბაღის უშუალო ფრონტის ხაზზე და სომხურ აზერბიჯანულ საზღვარზე სომხეთისა და აზერბაიჯანის ყოველდღიურობის ნაწილია, როგორც მინიმუმ 2012 წლიდან. ამ დროიდან რამილ საგაროვის ექსტრადაციის შემდეგ ყარაბაღის საკითხის ირგვლივ გამწვავება დაიწყო, 2014 წელთან შედარებით კი, რომ არაფერი ვთქვათ 2016 წლის აპრილზე, სიტუაცია “ხავერდოვანი როველუციის” დროსაც და შემდეგაც უფრო სტაბილურია.
დღეს ყველაზე ცუდი ამბავი ისაა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ავტონომიური რესპუბლიკის ნახიჯევანის საზღვარს შორის ინციდენტები გახშირდა. ეს ტერიტორია ერევანთან ძალიან ახლოსაა და ამავე დროს, ესაზღვრება თურქეთს, რომელიც 1921 ყარსის შეთანხმებით ნახიჯევანის სტატუსის გარანტია.
ამიტომაც, შესაძლო გამწვავება ნახიჯევანში სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის საფრთხეს მოიცავს. მართალია ბოლო მოვლენების შემდეგ აზერბაიჯანში, [ელექტროგამანაწილებელი სისტემის კატასტროფა, ასევე განჯაში მღელვარება] ესკალაციის რისკი შემცირდა. მეორე მხრივ, ამ მოვლენების გათვალისწინებით აზერბაიჯანში შეიძლება “მცირე გამარჯვებითი ომით” იყვნენ დაინტერესებული.
რაც არ უნდა უყო, სომხეთში უკვე შეეჩვივნენ იმას, რომ მთიანი ყარაბღის კონფლიქტის ირგვლვ სიტუაციის გათვალისწინებით “მოშვება” მაინც არ ღირს.