საპრეზიდენტო კანდიდატად ივანიშვილის დასახელება იქნებოდა იდეალური – სუბარი

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი სოზარ სუბარი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის დასახელება იდეალური ვარიანტი იქნებოდა.

“მე პირადად არ მომწონს ის იდეა, რომ “ქართულ ოცნებას” შეიძლება კანდიდატი არ ჰყავდეს. მე მიმაჩნია, რომ იდეალური ამ შემთხვევაში იქნებოდა, რომ გუნდის ლიდერი იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი… ბიძინა ივანიშვილს ვგულისხმობ”, – განაცხადა სუბარმა.

მისივე თქმით, მეორე მხრივ თუ იქნება ნეიტრალური კანდიდატი, მისთვის მხარდაჭერაც შესაძლებელია.

ჯერჯერობით უცნობია აპირებს თუ არა “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის დასახელებას. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ მხარი შესაძლოა სალომე ზურაბიშვილი კანდიდატურას დაუჭიროს, ამ უკანასკნელს ჯერ არ უთქვამს, აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com