ახალი ამბები

მერაბიშვილი: მე ვარ პუტინის და მისი ოლიგარქი ივანიშვილის პატიმარი

21 თებერვალი, 2014 • • 1041
მერაბიშვილი: მე ვარ პუტინის და მისი ოლიგარქი ივანიშვილის პატიმარი

მერაბიშვილმა დაკითხვის მაგივრად განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ შემდეგ სასამართლო პრიცესებს აღარ დაესწრება, რადგან სასამართლო სპექატაკლს დაემსგავსა, რომელშიც დარბაზში დამსწრე ადამაიანების გარდა ყველა თამაშობს. მერაბიშვილი ამბობს, რომ მას აღარ სჯერა, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რაიმე გავლენას მტკიცებულებების გამოკვლევა რომ მოახდენს. 

 

“ამ თამაშში მონაწილეობას მხოლოდ იმიტომ დავთანხმდი, რომ შევხვედროდი ჩემს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. საქართველო ცხრა წლის განმავლობაში ვაქციეთ ნორმალურ ქვეყანად და ერთ-ერთი დიდი შეცდომა ჩვენი მხრიდან ის იყო, რომ არ მივაქციეთ ყურადღება სასამართლოს რეფორმირებას. ამ შეცდომის მსხვერპლი ვარ. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს მშობლებს, რომ აღმოვჩნდი უმადური შვილი და ბოდიში მოვუხადო ჩემს შვილებს, რომ აღმოვჩნდი ეგოისტი მამა”,- მიმართა დარბაზს მერაბიშვილმა. 

 

სასამართლოში გამოსვლა ყოფილმა პრემიერმა გააგრძელა იმაზე საუბრით, რომ მას ყველაზე საინტერესო ცხოვრება ჰქონდა “რაც კი შეიძლება საქართველოში ადამიანს ჰქონოდა.” მისი თქმით, მას ურჩევნია იყოს ციხეში, რადგან მისი მეგობრების უმეტესობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებშია. მერაბიშვილმა განაცხადა, რომ იგი პუტინის პატიმარია.

 

“რა იქნება და არის უკვე იმაზე მეტი სატანჯველი, რომ მე ვიქნები პუტინის და მისი ოლიგარქის პატიმარი. მე ვარ ყველაზე კომფორტულად, სადაც კი შეიძლება იყოს ნაციონალური მოძრაობის ლიდერი. რეფორმატორები ხშირად შურისძიების მსხვერპლნი ხდებიან და ის ფაქტი, რომ დღევანდელი ხელისუფლება არავითარ რეფორმებს არ აწარმოებენ, გამოწვეულია იმით, რომ ისინი დაკავებული არიან შურისძიებით”,- განაცხადა მერაბიშვილმა.

 

მერაბიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილმა 2004 წელს ბინის ჩუქება შესთავაზა. მისი მტკიცებით, მან უარი განაცხადა ბინის ჩუქებაზე და სხვა ყველა საჩუქარზე, რომელიც ივანიშვილმა შესთავაზა. მერაბიშვილის განცხადებით, ივანიშვილმა რუსი ოლიგარქების გზა გააგრძელა:

 

“ორი რუსი ოლიგარქი, ბადრი პატარკაციშვილი და ბიძინა ივანიშვილი, მათი მეშვეობით და პუტინის დახმარებით შეიქმნა საზოგადოებაში ჩვენი საწინააღმდეგო აზრი, ეს ორი ოლიგარქი ადამიანების მოკვლით და შანტაჟით ნაშოვნ ფულს ჩვენ წინააღმდეგ იყენებდა”, – განაცხადა მერაბიშვილმა.

 

“საქართველო არ დავტოვე, რადგან საკუთარი პრინიპების დაცვას ციხიდან ვაპირებ” აღნიშნა დაკითხვისას მერაბიშვილმა და შემდეგ მოსამართლეს მიმართა:

 

“დღეს თუ ხვალ თქვენ განაჩენს გამოიტანთ. ეს ქნება თქვენი განაჩენი და არა ჩემი განაჩენი ისე, როგორც ეს მოხდა ქუთაისში. მორჩილების თეთრი დროშა აფრიალდება თბილისის სასამართლოს თავზეც და რაც მალე მოხდება ეს, მალე მიხვდებიან მოქალაქეები სიმართლეს. მათ შორის ისინიც, ვინც ელოდებიან, რომ ივანიშვილი თავისი მილიარდებიდან თუნდაც ნაწილს გამოყოფს მათი კეთილდღეობისთვის. მე არავის წინააღმდეგ არ ვაპირებ შურისძიებას, რადგან ეს არის ყველაზე მდაბიო ქცევა”, – განაცხადა მერაბიშვილმა.

 

საკუთარი გამოსვლა მერაბივილმა დაასრულა იმით, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ ხერხდება გრძელვადიანი შეხვერები, თუმცა იგი აპირებს, რომ იბრძოლოს საკუთარი უფლებების დასაცავად, რომ თავისი ოჯახის წევრებს შეხვდეს.

 

გამოსვლის დასრულების შემდეგ მერაბიშვილს მოსამართლემ მიმართა, “სასამართლოს ჰქონდა დიდი იმედი, რომ თქვენ დაწვრილებით ისაუბრებდით 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა ეს არის თქვენი უფლება.”

 

ამის შემდეგ მერაბილმა დარბაზი დატოვა და მასთან ერთად დამსწრეებმაც უარი განაცხადეს სხდომაზე დარჩენილიყვნენ. სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევას შეუდგა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი