ახალი ამბები

თუშეთში მანქანა ხევში გადავარდა, არის დაღუპული

30 ივლისი, 2018 • 1997
თუშეთში მანქანა ხევში გადავარდა, არის დაღუპული

სოფელ ომალოდან დაახლოებით 30 კილომეტრში ავტომობილი გადავარდა ხევში, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. შემთხვევა 29 ივლისს მოხდა, სამაშველო სამუშაოები კი გვიან ღამემდე გრძელდებოდა.

ომალოში ახმეტის გამგებლის წარმომადგენლის, ლადო კახოიძის ცნობით, დაშავებულები 25–30 წლის ადგილობრივები არიან, მათ სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება. ახალგაზრდები მთიდან ბრუნდებოდნენ, სადაც დღესასწაული იმართებოდა. ამის შესახებ კახოიძემ რუსთავი 2-ს განუცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი